10-10-2018
10–დან 14–ოქტომბრამდე უკრაინიდან და შუა აზიიდან მოწვეული აკრობატები ახალციხეში სხვადასხვა საცირკო ნომერს წარმოადგენენ.
მოძრავი ცირკი შოუბიზნეს ცენტრი „ჯანიკომპანი“ ახალციხეში წარმოდგენებს უკვე მეათე წელია მართავს. წელს ცირკი უჩვენებს ახალ პროგრამას, რომელშიც კონტრაქტით მოწვეული უცხოელი სტუმრები აკრობატულ თუ საჰაერო ნომრებს შეასრულებენ.
პროგრამაში ასევე იხილავთ, მოჯირითე მაიმუნებს, აქლემების ქარავანს, ცხოველების ატრაქციონსა და მხიარულ ჯამბაზებს.
„ახალციხეში მეათე წელია ჩამოვდივათ. გვყავს ოთხი აქლემი, ერთი დათვი, ორი პონი და ორი მაიმუნი. მსახიობები, საჰაერო ტანმოვარჯიშეები, ჟონგლიორები“, – ამბობს ცირკის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ჯანო ჯიმშელეიშვილი.
მისივე თქმით, ახალციხეში სოციალურად დაუცველ ბავშვებს წარმოდგენებზე დასწრება უფასოდ შეეძლებათ: „ქველმოქმედების სახით, 100 ბავშვს ვჩუქნით ბილეთს და მერე ახალციხის მერიის დახმარებით სოციალურად დაუცველი პატარები გვესტუმრებიან“.
ცირკი ცენტრალური სტადიონის მიმდიბარედაა გაჩერებული. აქ წარმოდგენები ყოველდღე 15:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 6–7 ლარია.
ბილეთების შეძენა მსურველებს სტადიონის მიმდებარედ, სპეციალურ სალაროში შეუძლიათ.