გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ეკა სეფაშვილი: აქციებს მართავს ძალა, რომელიც არაფერზე იხევს უკან და ცდილობენ ქვეყანაში მოაწყონ რევოლუცია

1-05-2024

„სამართალდამცავების მიმართ უკვე განხორციელებული მასობრივი, ფსიქოლოგიური რეპრესიები, არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი შენაერთების რეალური სახე. ეს ხალხი იყო ხელისუფლებაში და მაშინ ფსიქოლოგიური ტერორის ნაცვლად მომიტინგეებს პირდაპირ კლავდნენ, ასახიჩრებდნენ და ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უსპობდნენ. ამ ხალხს ძალაუფლება აღარ აქვთ და სხვა არაფერი დარჩენიათ თუ არა ფსიქოლოგიური დაშინება და ბულინგი, რომელსაც ისინი მიმართავენ და არღვევენ კანონს,“ - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა.


მისივე თქმით, აქციებს მართავს ძალა, რომელიც არაფერზე იხევს უკან და ცდილობს ქვეყანაში მოაწყოს რევოლუცია, მაგრამ მისი ეს მცდელობა მარცხისთვის არის განწირული.


„პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა სამართალდამცავებს იმის გამო, როგორი მოთმინებით იტანენ აქციის მონაწილეების მხრიდან ყველანაირ შეურაცხყოფას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სამართალდამცავები იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და ასრულებენ თავიანთ უფლება-მოვალეობას.


ძალადობა, რასაკვირველია დაუშვებელია, თუმცა ასეთი შემთხვევები სამწუხაროდ ხდება, როდესაც აქციის მონაწილეები არ იცავენ სამართალდამცავების მოწოდებებს და მოთხოვნებს, ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან არეულობა, მოაწყონ პიკეტირება, ხელყონ სახელმწიფო ინსტიტუტები და ასე შემდეგ.

რაც შეეხება სამართალდამცავების მიმართ უკვე განხორციელებულ მასობრივ, ფსიქოლოგიურ რეპრესიებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი შენაერთების რეალური სახე. ეს ხალხი იყო ხელისუფლებაში და მაშინ ფსიქოლოგიური ტერორის ნაცვლად მომიტინგეებს პირდაპირ კლავდნენ, ასახიჩრებდნენ და ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უსპობდნენ. ამ ხალხს ძალაუფლება აღარ აქვთ და სხვა არაფერი დარჩენიათ თუ არა ფსიქოლოგიური დაშინება და ბულინგი, რომელსაც ისინი მიმართავენ და არღვევენ კანონს.


აქციებს მართავს ძალა, რომელიც არაფერზე იხევს უკან და ცდილობენ ქვეყანაში მოაწყონ რევოლუცია. მართალია ეს რევოლუცია დაგეგმილი ჰქონდათ ცოტა მოგვიანებით - ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნებისათვის, როცა ვითომდა არჩევნების გაყალბების საბაბით ისინი შეეცდებოდნენ, ეს მუხტი მაშინ აეწიათ. ახლა მიმდინარეობს მათი გამოცდა. მათი მცდელობა, მოაწყონ არეულობა ან გადატრიალება, რა თქმა უნდა, მარცხისთვის არის განწირული. ქვეყანაში ეს პროცესები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გამოვლინდა ყველა ის აქტორი, რომელიც უცხოეთიდან იმართება, ასევე გამოვლინდა ყველა რესურსი, რომელიც არეულობისთვის არის დახარჯული. ცხადია, რომ ეს არეულობა არ არის თვითორგანიზებით გაკეთებული. ეს არის ერთი ხელით მართული, კარგად კოორდინირებული და დიდი ალბათობით, უცხოური ძალების მიერ მართული.


გამოვლინდნენ ადამიანები და მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც გუნდის მოღალატეები არიან და მზად არიან ნებისმიერ წუთში უღალატონ მათ. პროცესებმა გვიჩვენეს, რომ მნიშვნელოვანია მივიღოთ კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც უცხოური დაფინანსების შესახებ საზოგადოებას მიაწვდის რეალურ ინფორმაციას და შემდეგ თავად საზოგადოებამ გადაწყვიტოს ნეგატიურია ეს ინფორმაცია თუ პოზიტიური,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.