10-10-2018
მაია ოთინაშვილის შვილი, გიორგი მაყიშვილი გორის ღია პირველობაზე კრივში ჩემპიონი გახდა. ამის შესახებ განცხადებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
,,გიორგიმ, ამ პატარა და ყოჩაღმა ბიჭმა კი, დედის უკანონო პატიმრობაში ყოფნის დროს, გორის ღია ჩემპიონატი მოიგო კრივში და მონატრებულ დედას ასეთი წარმატებით დახვდა" - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
9 ოქტომბერს რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დაკავებული მაია ოთინაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. 37 წლის მაია ოთინაშვილი ოკუპანტებმა გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელ ახალი ხურვალეთიდან 29 სექტემბერს გაიტაცეს. ოთხი დღის განმავლობაში მის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ იყო.