გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზაალ ანჯაფარიძე: სახალხო დამცველმა როგორც იურისტისთვის, ისე მისი თანამდებობისთვის სრულიად არაადექვატური და სახიფათო განცხადება გააკეთა - ეს არის პირდაპირი ნიშანი, რომ ის გამოდის როგორც მხარე

1-05-2024

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ: „ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების გათავისუფლება შეიძლება იყოს ლეგიტიმური მოთხოვნა“.


როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ეს არის პირდაპირი ნიშანი რომ ის გამოდის როგორც მხარე.


„ამჟამინდელი სახალხო დამცველი პროფესიით იურისტია. დღეს მან გააკეთა როგორც იურისტისთვის, ისე მისი თანამდებობისთვის სრულიად არაადექვატური და სახიფათო განცხადება: „ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების გათავისუფლება შეიძლება იყოს ლეგიტიმური მოთხოვნა“. რას ნიშნავს „შეიძლება იყოს“? ეს არის პირდაპირი ნიშანი რომ ის გამოდის როგორც მხარე“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.