გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერი: ვინც ამბობს, რომ ეს კანონი არის რუსული, ის არა მარტო იტყუება, არამედ ცრუპენტელობს, რადგან როცა 10 უხეში და რეპრესიული რამ წერია რუსულ კანონში, საიდანაც არც ერთია ქართულ კანონში

1-05-2024

2020 წელს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მძიმე და უხეში ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით; ამაზე საუბრობდნენ ელჩები, კონკრეტული პოლიტიკოსები, რაც ეფუძნებოდა სინამდვილეში ენჯეოების მიერ დასკვნების გაყალბებას - ცნობილი პარალელური ხმის დათვლას, ცნობილ ზედმეტობებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.


მისივე თქმით, უცხოური დაფინანსებით გაყალბდა პარალელური დათვლის მონაცემები, რაც შემდეგ კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის" საბაბი გახდა.


„ეს კანონი რომ მიიღება, ამის შემდეგ გაიგებს საზოგადოება, ვისი დაფინანსებით ყალბდება ხოლმე პარალელური დათვლის შედეგები. აქამდე ეს ყველაფერი გამჭირვალე არ იყო. ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ არ მინდა ვისაუბრო, ეს არის წარსული. თუმცა, როგორც კი ეს კანონი იქნება მიღებული, საზოგადოება გაიგებს, ვისი დაფინანსებით ყალბდება მაგალითად პარალელური დათვლის შედეგები, ან ზედმეტობის შესახებ მონაცემები,"- აღნიშნა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა წერია რუსულ კანონში და რა განსხვავებაა ამ კანონსა და „გამჭვირვალობის შესახებ" კანონს შორის.


„ვინც ამბობს, რომ ეს კანონი არის რუსული, ის არა მარტო იტყუება, არამედ ცრუპენტელობს. ეს არის ტყუილის ყველაზე უხეში ფორმა. რატომ არის ეს ცრუპენტელობა და რას ითვალისწინებს მაგალითად რუსული კანონი: რუსული კანონი, გარდა იმისა, რომ ითვალისწინებს დეკლარაციების ჩაბარებას, ითვალისწინებს მაგალითად იმას, რომ რამდენიმე თვით შეიძლება პირდაპირ ჩაჯდეს სახელმწიფო კონტროლი არასამთავრობო ორგანიზაციაში. შეიძლება, შეაჩეროს არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა ამ კონტროლის განხორციელების პროცესში, შეიძლება საერთოდ აკრძალოს ამ არასამთავრობოს საქმიანობა, შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღძრას, როგორც ორგანიზაციის, ისე მასში დასაქმებული ადამიანების წინააღმდეგ. გარდა ამისა, რუსული კანონი ითვალისწინებს ბრენდირებას, რაც გულისხმობს იმას, რომ არა მარტო ორგანიზაციაა, არამედ როცა მაგალითად ტელევიზიით გამოდის კონკრეტული პირი და საუბრობს ასეთი ორგანიზაციის სახელით, მას ქვევით ეწერება ტიტრებში, რომ ის არის უცხოელი აგენტი. ეს, ასე ვთქვათ ამერიკული სტანდარტია.


ჩამოგითვალეთ 10 პუნქტი, რაც წერია რუსულ კანონში, ძალიან უხეში პუნქტებია, საიდანაც არც ერთი არ წერია ქართულ კანონში. რანაირად არის ქართული კანონი რუსული, ლოგიკა ხომ გაქვთ?,"- განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ყველა, ვისაც აქვს 9 კლასის განათლება, მიხვდება, რომ როცა 10 უხეში და რეპრესიული რამ წერია რუსულ კანონში, ხოლო არც ერთი - ქართულ კანონპროექტში, არ შეიძლება ამ კანონს რუსული ეწოდოს.