გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური უმცირესობა ვერავითარ არსებით ტურბულენტობას ვერ გამოიწვევს, მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, შეეგუონ არჩევნებში დამარცხებას და მათი მეგობარი NGO-ების გამჭვირვალობას

1-05-2024

თუ ზუსტად არ იციან ჩვენმა რადიკალმა ოპონენტებმა, რომ გარანტირებულად აგებენ არჩევნებს, მაშინ რა აწუხებთ, მოვიდნენ ხელისუფლებაში და ნოემბერში შეცვალონ კანონი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ზუსტად იცის, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს, ვინაიდან მისი კოლექტიური რეიტინგი დაახლოებით 25%-ია.


„ზუსტად იციან, რომ არჩევნების მოგების შანსი არ აქვთ. ხომ გასაგები და ცხადია ეს ყველაფერი? თვითონ ხომ იციან თავიანთი რეიტინგი. ჩვენ რომ დაგვიფიქსირდა 61,5% მარტის შუა რიცხვებში, ხომ იცით, რა გამოდის მათი რეიტინგი? მთელი კოლექტიური რადიკალური ოპოზიციის რეიტინგი გამოდის დაახლოებით 25%. ამ ვითარებაში არავითარი იმედი არ აქვთ, რომ არჩევნებს მოიგებენ. რაც შეეხება ტურბულენტობას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური უმცირესობა ვერავითარ არსებით ტურბულენტობას ვერ გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, შეეგუონ არჩევნებში დამარცხებას და მათი მეგობარი NGO-ების გამჭვირვალობას, რაც არის ევროპული სტანდარტი და ევროპული ღირებულება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.