გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზუგდიდში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თავშესაფარი გაიხსნა

6-12-2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სამეგრელო-ზემო სვანეთში ძალადობის მსხვერლი ქალების პირველი თავშესაფრის პრეზენტაცია გაიმართა. თავშესაფარი, რომელიც რეგიონში პირველია, ასოციაცია "მერკურმა" პოლონელ პარტნიორებთან ერთად გახსნა. ასოციაციის ხელმძღვანელის ნანა თოდუას თქმით, სახლში, რომელიც 12 ბენეფიციარზეა გათვლილი, ქალები საკუთარ შვილებთან ერთად შეძლებენ დარჩენას.

"უკვე ორი წელია, ოჯახში ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა დაცვა მიმდინაროებს. ახლა კი თავშესაფარი მზად არის ბენეფიციარების მისაღებად. გარდა ამისა, ვითანამშრომლებთ სხვადასხვა სტრუქტურასთან, მათ შორის, პოლიციასთთან, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებთან", - აღნიშნა თოდუამ.

პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციის HუმანDოც Fოუნდატიონ-ის კოორდინატორის დომენიკა სპრინგერის თქმით, თავშესაფრის გახსნა პრიორიტეტული იყო, რადგან სამეგრელოს რეგიონში მსგავსი დაწესებულება არ არსებობდა.

თავშესაფრის ზუსტ ადგილმდებარეობას ორგანიზატორები ბენეფიციარების უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ აკონკრეტებენ. შენობის რეაბილიტაცია და ფუნქციონირება პროექტის "ოჯახში ძალადობის პრევენციის სისტემის გაძლიერების და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა. პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის თანადაფინანსებული, მისი სპონსორი კი შპს "ბეიბი ლაინია".

შეხვედრას მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგნლები დაესწრნენ.

წყარო: რადიო "ათინათი"