გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნინო ფოჩხუა: ცოტაც და გავიგებთ, ვისგან და რამდენით ფინანსდებიან ლომჯარია-გიგაურები, რამდენს ახმარენ კეთილშობილურ საქმეებს, რამდენს ქვეყნის აყირავებას და რამდენს იდებენ ჯიბეში

1-05-2024

სულ ცოტაც და გავიგებთ, ვისგან და რამდენით ფინანსდებიან ლომჯარია, გიგაურები, რამდენს ახმარენ კეთილშობილურ საქმეებს, რამდენს ქვეყნის აყირავებას და რამდენს იდებენ ჯიბეში, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით.


მისი განცხადებით, გამჭვირვალობა პირდაპირი გზაა ევროპისკენ, ასევე, მოვა დრო და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი, 2030 წელს კი საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.


„სულ ცოტაც და გავიგებთ, ვისგან და რამდენით ფინანსდებიან ლომჯარია, გიგაურები, რამდენს ახმარენ კეთილშობილურ საქმეებს, რამდენს ქვეყნის აყირავებას და რამდენს იდებენ ჯიბეში. გამჭვირვალეობა პირდაპირი გზაა ევროპისკენ.


დემოკრატია არ არსებობს გამჭვირვალეობის გარეშე. მოვა დრო და ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი, მიხვდებიან ახალგაზრდები, როგორ გვატარა ხელისუფლებამ დანის წვერზე იმ გლობალური გამოწვევების პირობებში, რაც დღეს არის. 2030 წელს კი გარდაუვალია, საქართველო გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. „გამჭვირვალეობის კანონი“ მე-2 მოსმენით მიღებულია!“, - წერს ნინო ფოჩხუა.