გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რობერტ სტურუა: გამჭვირვალობის კანონის მიღებით და თანხების გამჭვირვალობით გარე აქტორებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის, მართვის, რევოლუციების მოწყობის ბერკეტები ჩამოერთმევათ

1-05-2024

გამჭვირვალობის კანონის მიღებით და თანხების გამჭვირვალობით გარე აქტორებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის, მართვის, რევოლუციების მოწყობის ბერკეტები ჩამოერთმევათ, - ამის შესახებ რეჟისორმა, რობერტ სტურუამ განაცხადა.


„თანახმა ვარ, ამოქმედდეს კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, რადგან მოხდეს:

  • იმ ძალების ბოლომდე გამოცდა, რომლებსაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მოგონილი გაყალბების მოტივით, რევოლუცია უნდა მოეწყოთ. შესაბამისად, ეს მარტო კანონი კი არა, გადატრიალების პრევენციაა.
  • მეორე მხრივ, მოხდეს გარედან მართული აქტორების და რესურსების სრული იდენტიფიცირება და ლუსტრაცია. ანუ, იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ ჩართულია მთლიანი გარე რესურსი და ხდება მისი შეფასება.
  • ასევე, წინასწარ გამოვლინდეს სუსტი ადგილები, მოწყვლადი, გუნდის მოღალატე ან არამდგრადი ადამიანები.

რაც მთავარია, კანონის მიღებით და თანხების გამჭვირვალობით გარე აქტორებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის, მართვის, რევოლუციების მოწყობის ბერკეტები ჩამოერთმევათ.


დიახ, თანახმა ვარ, რადგანაც ვიცი, რა ჩაიფიქრეს ნაცისტებმა - ქართველები ერთმანეთს დაერევიან და ეს არამზადები ქართველების სისხლს უმოწყალოდ დაღვრიან! ყოველი სისხლის წვეთი იმ ჭკუათხელი პრეზიდენტის სინდისზე შედედდება, თუ გააჩნია ილიას მკვლელის შვილს სინდისი! და მერე კაგებეს მაიორის, ვითომ ქართველი Мишенька-ს ოცნებაც ახდება - რუსები კვლავ დაგვიმონებენ და ამ ნაძირალა ნაცისტებს დაგვისვამენ ახალ ცეკაში! ფრთხილად!“- აცხადებს რობერტ სტურუა.