გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მარიამ ჯაში: სალომე ზურაბიშვილი ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებელი პრეზიდენტი გახდება

10-10-2018


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მარიამ ჯაშის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდინდატი, სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებით პრინციპულია მაშინ, როდესაც საქმე სახელმწიფო ენას, ეროვნული უმცირესობების უფლებებსა და საქართველოს მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ეხება.

 

ეს განცხადება მან მარნეულში ამომრჩეველან შეხვედრისას გააკეთა.

 

“ქალბატონი სალომე ბოლო ორი წლის განმავლობაში  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი გახლდათ და მინდა დაგიდასტუროთ, რომ ის არის განსაკუთრებით პრინციპული, როდესაც საქმე სახელმწიფო ენას ეხება. ასევე, ჩვენი ეროვნული უმცირესობების უფლებებს და საქართველოს მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. მისი პრინციპულობა ჩვენთვის ადრეც იყო ცნობილი, როდესაც ის გახლდათ პირველი, რომელიც პრაქტიკულად ჩვენ უახლოეს წარსულში უსამართლო რეჟიმს აკრიტიკებდა. მე დიდი სიამოვნებით ვუერთდები ქალბატონი სალომეს კამპანიას, მხარდაჭერას და დარმწუნებული ვარ, რომ ქალბატონი სალომე ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებელი პრეზიდენტი გახდება. მან ჩვენი დიასპორა უკვე გააერთიანა, როდესაც მისი დიდი ძალისხმევით საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერი გაკეთდა. ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები, მათი მოქალაქეობის საკითხი მნიშვნელოვნად გადაჭრილი პრობლება იყო, რომელიც სწორედ ქალბატონი სალომეს დამსახურება გახლდათ,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.