გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზურაბ ქადაგიძე პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე: ეს არის მაიდანის ჩინური ვერსია, სადაც მთლად ვერც რევოლუციაზე მიდიან და საქმე საქმეზე რომ დგება, ხელებს ჰაერში სწევენ მშვიდობიანები ვართო…

2-05-2024

"ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც პარლამენთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედება ჩანს.


ქადაგიძის თქმით, პარლამენტთან მიმდინარე აქცია არის მაიდანის ჩინური ვერსია.


"კლასიკური მაგალითი იმისა თუ ფსევდო-მშვიდობიან აქციაზე რა ხდება?!


ახლა წარმოიდგინეთ, ეს აქტივისტები სპეცრაზმთან და პოლიციასთან პირისპირ, რას იზამენ?!


ეს არის მაიდანის ჩინური ვერსია, სადაც  მთლად ვერც რევოლუციაზე მიდიან და საქმე საქმეზე რომ დგება, ხელებს ჰაერში სწევენ მშვიდობიანები ვართო…


ვერ ატეხავთ ჭიქაში ქარიშხალს მითუმეტეს, როდესაც არც ჭიქა გაქვთ და არც ქარიშხლის დატრიალების უნარი, რადგან ყველაფერი ხელოვნური და მართულია!" - წერს ქადაგიძე.