გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილი: სტრუქტურულ რეფორმებთან ერთად, რეგიონული კავშირების გაძლიერება მნიშვნელოვანია ეკონომიკური მდგრადობისა და საერთო განვითარებისთვის

2-05-2024

„საქართველოს დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს აზიის განვითარების ბანკთან, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 4,5 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციებია განხორციელებული და დღევანდელი ღონისძიებაც ხაზგასმით მნიშვნელოვანია საერთო და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით პანდემიისა და გეოპოლიტიკური კონფლიქტების შედეგად რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე შეხვედრის ფარგლებში საქართველოს სემინარის დღის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. ADB-ის ყოველწლიურ ღონისძიებას წელს საქართველო მასპინძლობს.


პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, კოვიდ-პანდემიისგან გამოწვეული დიდი მაკროეკონომიკური ზემოქმედების მიუხედავად, კრიზისებმა ახალი მიდგომები და ინოვაციური იდეებიც წარმოშვა ხელახალი ფოკუსირებისა და ძალისხმევის გაძლიერებისთვის დაჩქარებული რეგიონული ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.


„ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიების თემა „დაკავშირებულობის გაუმჯობესება," რადგან, ფართო გაგებით, დაკავშირებულობა მოიცავს ბევრ სფეროს, მათ შორის კომუნიკაციებს, ენერგეტიკასა და ტრანსპორტს, რომლებსაც სინერგიული და კუმულაციური გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ქვეყნებსა და ეკონომიკაზე. აღსანიშნავია, რომ პანდემიის შემდგომ პერიოდში, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ, 2021 და 2022 წლებში 10,6%-ისა და 11,0%-ის ორნიშნა მაჩვენებლებს მიაღწია. ტენდენცია გაგრძელდა 7,5%-იანი ზრდის ტემპით 2023 წელს და 7,7%-ით 2024 წლის იანვარ-თებერვალში" - აღნიშნა მინისტრმა.


ლევან დავითაშვილის თქმით, სტრუქტურულ რეფორმებთან ერთად, რეგიონული კავშირის გაძლიერება ხელს უწყობს ეკონომიკური მდგრადობისა და მდგრადი გრძელვადიანი ზრდის უზრუნველყოფას. პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა კერძო სექტორისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების გადამწყვეტ როლს სტრატეგიული კავშირის პროექტების რეალიზაციის დაჩქარებაში და მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს, ასევე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს საქართველოში ხარისხიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ხანგრძლივი მხარდაჭერისთვის.


„მიმდინარე რთული გლობალური ლანდშაფტისა და მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციის მზარდი საჭიროების ფონზე, შუა დერეფანი სწრაფად იძენს პოპულარობას, როგორც არაჩვეულებრივი ალტერნატივა ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო ნაკადების გასაადვილებლად შავი ზღვის პორტების ან სახმელეთო მარშრუტების მეშვეობით. ამისთვის ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით, როგორიცაა რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ა.შ. - ეს სტრატეგიული ინვესტიციები მიზნად ისახავს გააძლიეროს საქართველოს, როგორც დამაკავშირებელი ხიდის როლი ევროპასა და აზიას შორის, ამავე დროს უზრუნველყოს შესაბამისი შესაძლებლობები მუდმივად მზარდი სატრანსპორტო ნაკადების დასაკმაყოფილებლად" - განაცხადა დავითაშვილმა.


ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას ენერგეტიკული კავშირების კუთხით. მისი თქმით, ყველაზე ამბიციურია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც გააძლიერებს რეგიონულ დაკავშირებულობას.


„ამ ფლაგმანი პროექტის მნიშვნელობა როგორც ევროპისთვის, ასევე კავკასიისთვის არ შეიძლება გადაჭარბებული იყოს - ის არამხოლოდ მომარაგების მარშრუტების დივერსიფიკაციას და მიწოდების რისკების შემცირებას ემსახურება, არამედ აქვს დიდი პოტენციალი, ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში" - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.