გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი: ლომჯარია „მაყუთს“ აკეთებს, რატი ამაღლობელი წინ და უკან დაგატარებთ, ვაშაძე მიტინგიდან იპარება, თქვენ კი პერიოდულად წიწაკის სპრეის ისუნთქავთ და წყლის ჭავლით სველდებით - რისთვის? არ დაიჯეროთ, რომ ვინმე კანონის წინააღმდეგ იბრძვის

2-05-2024

„გუშინ, მომიტინგეებს რომ პოლიციასთან გაწევ-გამოწევა ჰქონდათ, სად გაქრა უნიტაზის პოეტი, ახალი ლიდერი რატი ამაღლობელი? გიორგი ვაშაძეზე არ ვკითხულობ, ამ თაღლითს გაქცევა დამალვის ტექნიკა უმაღლეს დონეზე აქვს შესწავლილი, არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, მიტინგიდან დროულად და სწრაფად რომ არ გაიპაროს“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


ის ასევე სვამს კითხვას, რატომ არ იყო აქციაზე ვითარების დაძაბვის დროს ადგილზე ნინო ლომჯარია, რომელმაც გაფიცვა დააანონსა. ექსპერტის თქმით, მომიტინგეები, რომლებსაც ამ პირების სჯერათ, უკვე აღარ იწვევენ მასში თანაგრძნობას, ვინაიდან, ფაქტოა, რომ რადიკალები საკუთარი ფულის დაცვას ცდილობენ.


„ნიუ-იორკის პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ნიუ იორკის სითი კოლეჯში, პროპალესტინური აქციის 300-მდე მონაწილე დააკავა. სამართალდამცველებმა კამპუსების ტერიტორია კარვებისგან გაწმინდეს-ო.“ ეს როგორ შეიძლება, ეს გაუგონარია, რა ვქნათ დავგმოთ ნიუ ორკის პოლიციის ქმედება, თუ უბრალოდ არ ჩავერიოთ უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში?! ჩვენთან რა ხდება? ცარიელ შენობაზე შეტევის მსურველებს, თურმე წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეით გაუმასპინძლდნენ-ცხადია ამაზე უფრო შეშფოთდებიან თუ ნიუ ორკის პოლიციის ქმედებების არ და ვერ დამნახავი უცხოელები?!


გუშინ, მომიტინგეებს რომ პოლიციასთან გაწევ-გამოწევა ჰქონდათ, სად გაქრა უნიტაზის პოეტი, ახალი ლიდერი რატი ამაღლობელი? გიორგი ვაშაძეზე არ ვკითხულობ, ამ თაღლითს გაქცევა დამალვის ტექნიკა უმაღლეს დონეზე აქვს შესწავლილი, არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, მიტინგიდან დროულად და სწრაფად რომ არ გაიპაროს. და ბოლოს აქციების გვირგვინი, სააკაშვილის პირადი დამცველი, მისთვის თაღლითი ექიმების მიმყვანი, რომლებმაც მიშას წამება, შიმშილობა, მოწამვლა და რამდენიმე საათში სიკვდილი დაგვიანონსეს, ცნობილი გრანტიმჭამია, ნინო ლომჯარია- მან დააანონსა გაფიცვა: ვისაც არ გინდათ რუსული კანონი, სამსახურში არ დაგინახოთ, არ დაგინახოთ გლეხი ყანაში და მევენახე ვაზში, შეწყვიტეთ საუკუნის პროექტი რიკოთზე, გემები ვინც ზღვაშია ხმელეთზე გამოდით, თვითმფრინავები გაჩერდით ცაში ან უბრალოდ არ აფრინდეთ, ბენზინგასამართ სადგურებმა არავის ჩაუსხათ საწვავი, აფთიაქებმა არ გასცეთ წამლები, ექიმებმა შეაჩერეთ ოპერაციები, ბავშვებმა არ იტიროთ, მოხუცებმა არ გაიღიმოთ, მშობიარობის მომლოდინე ქალებიც თუ შეიკავებენ თავს ცუდი არ იქნება, ყოველ შემთხვევაში სანამ ლომჯარია არ გეტყვით! ეს ხომ დიდი პატრიოტი, ცნობილი NGO-შნიკი, გრანტიჭამია, თაღლითი ნინო ლომჯარიას მოწოდებაა! ახლა კი მე გეტყვით, ჩვეულებრივი მოქალაქე, დღეს დიდი ხუთშაბათია, ხვალ წითელი პარასკევი, წადით ეკლესიაში, წირვა ლოცვას დაესწარით, კვირას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია, იზეიმეთ, მერე სასაფლაოზე გადით , თქვენ მიცვალებულებს პატივი მიაგეთ, ერთმანეთს ქრისტეს აღდგომა მიულოცეთ, იზეიმეთ და იმხიარულეთ...თან ერთ კვირიანი დასვენებაცაა...


ლომჯარია და მისნაირებს კი თავში ქვა უხლიათ, უბრალოდ ვისაც მათი კიდევ რამის გჯერათ, რა ვქნა უკვე არც მეცოდებით და არც თანაგიგრძნობთ, ლომჯარია მაყუთს აკეთებს, რატი ამაღლობელი წინ და უკან დაგატარებთ, ვაშაძე მიტინგიდან იპარება, თქვენ კი პერიოდულად წიწაკის სპრეის ისუნთქავთ და წყლის ჭავლით სველდებით, რისთვის? თაღლითი ლომჯარიასთვის? არ დაიჯეროთ, რომ თითქოს ვინმე კანონის წინააღმდეგ იბრძვის, თავისი ფულისთვის იბრძვიან, თავისი ფულისთვის!!!", - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.