გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ეკა სეფაშვილი: თბილისში მიმდინარე აქციები ნამდვილად ძალადობრივია, მათი საბოლოო მიზანი კი საქართველოში რევოლუციის მოწყობაა

2-05-2024

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან თბილისში მიმდინარე აქციები შეაფასა, რომელიც გამჭვირვალობის კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვს.


ეკა სეფაშვილის თქმით, აქციები მშვიდობიანი ნამდვილად აღარ არის და დემონსტრანტების საბოლოო მიზანი საქართველოში რევოლუციის მოწყობაა.


„ვითომდა მშვიდობიანი მომიტინგეები არ ემორჩილებიან სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნებს და ცდილობენ სახელმწიფო ინსტიტუტების პიკეტირებას, მათ გამოწვევას და ძალადობრივი აქტების პროვოცირებას. ეს, რა თქმა უნდა, დაუშვებელია და აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და მშვიდობიანი მიტინგის ფარგლებს სცდება. ეს უკვე ნამდვილად ძალადობრივი აქციებია და მათი ერთადერთი და საბოლოო მიზანია საქართველოში რევოლუციის მოწყობა“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.