გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ბესარიონ გუგუშვილი: ჩემი თვალსაზრისით, მიმდინარეობს სამოქალაქო გადატრიალების მცდელობა, ანუ სამოქალაქო პუტჩია დაწყებული ჩემი მთელი გამოცდილებით, რომელიც შევიძინე საქართველოში და შემდეგ ჩეჩნეთში

2-05-2024

ჩემი თვალსაზრისით, მიმდინარეობს სამოქალაქო გადატრიალების მცდელობა, ანუ სამოქალაქო პუტჩია დაწყებული მთელი ჩემი გამოცდილებით, რომელიც შევიძინე საქართველოში და შემდეგ ჩეჩნეთში. მიზეზი და არა საბაბი ამისა, არის ის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა" დარწმუნდა იმაში, რომ მომავალ არჩევნებში უმცირესობით გავა პარლამენტში და არ ექნება რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა, - ამის შესახებ დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრემიერ-მინისტრმა, ბესარიონ გუგუშვილმა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, რაც ახლა ხდება ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" რევანში, „გამჭვირვალობის კანონი" კი მხოლოდ საბაბია, რომლის გაპროტესტებითაც ცდილობენ, გამოუცდელი ახალგაზრდები გამოიყენონ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.


„რაც ახლა ხდება, ეს არის „ნაცმოძრაობის" რევანში, რევანშის მცდელობა, სახელმწიფო გადატრიალების, ანუ სამოქალაქო პუტჩის გზით. მიზეზი და საბაბი უნდა გავარჩიოთ: საბაბია რაღაც კანონი, რომელსაც ახლა იღებენ - ეს არ იქნებოდა, სხვა საბაბს იპოვიდნენ. მთავარია, რომ მათ არ უნდათ, რომ მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან ვითარებაში. იციან, რომ წააგებენ, ამიტომ ცდილობენ, გამოიყენონ გამოუცდელი ახალგაზრდობა, რომლებსაც კარგი ცხოვრება უნდათ, მაგრამ არ იციან კარგი ცხოვრებისთვის რა არის საჭირო და არ აქვს გამოცდილება და ამათი ხელით უნდათ დაიბრუნონ ხელისუფლება. ასე რომ, მიზეზიც ვთქვით და საბაბიც - საბაბი ეს იქნება თუ სხვა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იპოვიდნენ საბაბს" - განაცხადა ბესარიონ გუგუშვილმა.