გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სალომე ზურაბიშვილი: ყველა ენა, რომელზეც საქართველოში საუბრობენ დასაცავია

10-10-2018

მმართველი პარტიისაგან მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

 

დღეს, სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში მარნეულში, ბოლნისში და დმანისში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.

 

„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როცა დასრულდება ჩემი ექვს წლიანი მანდატი აქ ჩამოვალ და ქართულად გესაუბრებით, არა იმიტომ, რომ არ უნდა გქონდეთ განსხვავებული ენა. ყველა ენა, რომელზეც საქართველოში საუბრობენ დასაცავია და ყველა იქნება დაცული პრეზიდენტის მიერ. ვინ თუ არა მე უნდა ვიყო ენის და იდენტობის დამცველი. გავიზარდე საფრანგერთში, 36 წელი არ ვიყავი ნამყოფი საქართველოში, მაგრამ  ქართული ენაბშევინარჩუნე. ყველა ვინც აქ არის ან აზერბაიუჯანული ან სომხური წარმოშობის, უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ თავის შვილებს თავისი ენა ასწავლოს. მაგრამ ამავდროულად ჩვენ ყველანი ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები ვართ და გვინდა, რომ ამ სახელმწიფოში ჩვენს შვილებს  მომავალი ჰქონდეთ. მომავლის გზა სწორედ სახელმწიფო ენის ცოდნაა, რომელიც წარმატებისთვის, სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობისთვის, უცხოეთში და სრული ინტეგრაციისთვის ყველა გზას ხსნის. ინტეგრაცია ნიშნავს თანასწორობას, სრულ თანასწორობას. მე სწორედ ეს ვისწავლე საფრანგეთში, თუმცა ქართული ენით, ტრადიციებით და ოჯახით გავიზარდე. ეს არის თანასწორობა, რომელსაც გთავაზობთ და ამისთვის სახელმწიფომ ბევრად მეტი უნდა გააკეთოს, რომ ქართული ენა თქვენთვის იყოს ადვილი შესასწავლი და ადვილად ხელმისაწვდომი. მე ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც ამ საკითხს დაიცავს და მიხედავს. სწორედ ეს არის ის ბალანსი, თანასწორობა და ტოლერანტობა, რომელიც ამ ქვეყნისთვის მთავარი ძალაა“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, რუსლან გაჯიევი და უმრავლესობის სხვა წევრები დაესწრნენ.