გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია ვოლსკი ოპოზიციაზე: როდესაც არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ, რასაკვირველია, დესტაბილიზაცია არის ერთადერთი გამოსავალი

2-05-2024

„უმცირესობაში დარჩენილ პოლიტიკურ ჯგუფებს სხვა გამოსავალი არ აქვთ, თუ არა დესტაბილიზაცია და ეს არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას. პირიქით, ძალიან მძიმე მდგომარეობა არის მსოფლიოში და ერთი საერთო ამოცანა უნდა იყოს წესით, რომ როგორმე სამშვიდობოზე გავიყვანოთ ჩვენი სამშობლო”, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.


გია ვოლსკი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ სფეროში იჭრებიან, რაც კატეგორიულად დაუშვებელია.


გია ვოლსკი იმ ოპოზიციონერების მოწოდებებს აფასებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ და ვანდალიზმზე პასუხისმგებლობას არ იღებენ.


მისი თქმით, როდესაც ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ, რასაკვირველია, დესტაბილიზაცია არის ერთადერთი გამოსავალი.


„არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან ტრიბუნაზე, პოლიტიკურ სფეროში იჭრებიან, რაც კატეგორიულად დაუშვებელია, გამოდიან და მოუწოდებენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს რომ იყვნენ აგრესიულები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს კანონის მიღების აუცილებლობას და მეორე, ზუსტად უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი როცა არ აქვთ, რასაკვირველია, დესტაბილიზაცია არის ერთადერთი გამოსავალი და ამას უკვე რამდენი ხანია ვამბობთ, არათუ თვეები, წლები მიმდინარეობს ასეთი პროცესების განვითარების მცდელობა. 2019-ში, 2020-ში, 2022-ში, ახლაც. ასე რომ კალენდარულად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ის მძიმე და პროვოკაციული მოწოდებები, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას ახასიათებს”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.