გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რომან კაკულია: ასე ახლოს ევროპასთან არასდროს ვყოფილვართ

10-10-2018

საქართველოს პარლამენტის წევრის, რომან კაკულიას განცხადებით, საქართველო ევროპასთან ახლოს ისე არასდროს ყოფილა, როგორც დღეს.

 

ეს განცადება მან  ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ფედერიკა მოგერინის გამოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა.

 

 „არასოდეს ვყოფილვართ ევროპასთან ასე ახლოს, როგორც დღეს. ეს ნიშნავს იმას, რომ არამხოლოდ ჩვენ უნდა ვიგრძნოთ თავი კომფორტულად ევროპის  სოციალურ და   კულტურულ  გარემოში,  არამედ, პირველ რიგში, ევროპელებს უნდა გაუჩნდეთ ანალოგიური განცდა ჩვენი ქვეყნის მიმართ და ქალბატონი მოგერინის ფრანკფურტში გაკეთებული განცხადება სწორედ ამის დასტურია“ - განაცხადა რომან კაკულიამ.