გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამაზ გიორგაძე: საქართველოში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ძალიან კარგი პირობებია

2-05-2024

„საქართველო ფინტექ ეკოსისტემის განვითარების ფაზაშია, თუმცა ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების წინაპირობები ძალიან კარგია. ქვეყანა ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით მიდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური ტექნოლოგიების სექტორის განვითარებისთვის", - განაცხადა საერთაშორისო ფინტექ კომპანია Raisin-ის დირექტორმა, თამაზ გიორგაძემ საქართველოში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების და პოტენციალის შეფასებისას.


მისი თქმით, ფინტექ ეკოსისტემის განვითარებისთვის სამი ძირითადი ფაქტორია გადამწყვეტი: ადამიანური ტალანტი, კაპიტალი და შიდა ბაზარი.


"ეკოსისტემის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური კაპიტალია, ქართულ ბაზარზე კი ბევრი პროფესიონალია, ვინც იცის სექტორის გამოწვევები. კაპიტალის დარგში წინსვლა სახეზეა, მოზიდვა დაწყებულია, არსებობს საჯარო ფონდი, რომელიც ეხმარება კომპანიებს საწყისი დაფინანსების მოძიებაში. ყველაზე საყურადღებო შიდა ბაზარია, რადგან ის პატარაა და აქ შექმნილ კომპანიებს საექსპორტო ბაზრების მოძიებაზე უწევთ ფიქრი", - აღნიშნა გიორგაძემ.


Raisin-ის დირექტორმა რეგიონალური თანამშრომლობის ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს ბაზრები ქვეყანას ტექნოლოგიებისა და პროდუქტების გასატანად დასჭირდება. გამოწვევებზე საუბრისას კი სექტორის სწრაფი ზრდის აუცილებლობა, საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარება და მოკლე ვადებში ბევრი კომპანიის შექმნა დაასახელა.


კომპანია Raisin-ი 12 წელია ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე წარმატებულად ოპერირებს. Raisin-ი მსოფლიოში პირველი პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებსა და ბანკებს ერთდროულად ემსახურება და მათ დეპოზიტების დარგში აკავშირებს.


Raisin-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა თამაზ გიორგაძემ, აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - "იდეები კოლაბორაციული ფინტექ გარემოს შესაქმნელად რეგიონში: შუა კორიდორის მომენტუმის გამოყენება" მიიღო მონაწილეობა. პანელური დისკუსიის მთავარი მომხსენებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა იყო.