გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოზარ სუბარი: რუსული ტანკები საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა შემოიყვანა და კარგად გვახსოვს, როცა გორში თვითმფრინავმა გადაიფრინა, როგორ მიატოვა სტუმარი - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და როგორ ფორთხავდა მტვერში

3-05-2024

„კარგად გვახსოვს, როცა გორში თვითმფრინავმა გადაიფრინა, როგორ მიატოვა სააკაშვილმა სტუმარი - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორ ფორთხავდა მტვერში და როგორი წაშლილი სახე ჰქონდა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

 

სუბარმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი გაიხსენა და აღნიშნა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სადაც, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ღალატის გამო გასამართლდებიან.

 

„რუსული ტანკები საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა შემოიყვანა. ქართულმა ჯარმა, ქართველმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა გმირობის და თავდადების უამრავი მაგალითი აჩვენეს, თუნდაც შინდისის გმირების მაგალითი კმარა, რაც დარჩება საქართველოს ისტორიაში, როგორც ვაჟკაცობის და გმირობის ბრწყინვალე ფურცელი.

 

ამ დროს კი ქვეყნის მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამარცხვინოდ მიატოვა ქართული ჯარიც და მშვიდობიანი მოსახლეობაც. კარგად გვახსოვს, როდესაც გორში სადღაც თვითმფრინავმა გადაიფრინა, როგორ მიატოვა სტუმარი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - როგორი წაშლილი სახე ჰქონდა და მტვერში ფორთხავდა.

 

მისი ეს სამარცხვინო საქციელი იქცა არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ მთელი ნაციონალური მოძრაობის სიმბოლოდ. როგორც კი 26 ოქტომბრის არჩევნებს მოვიგებთ, და ამ არჩევნებში ნამდვილად დამაჯერებლად და დიდი სხვაობით გავიმარჯვებთ, დადგება მიხეილ სააკაშვილის და „ნაც-მოძრაობის“ გასამართლების ჟამი 2008 წლის აგვისტოში მათ მიერ ჩადენილი სამშობლოს ღალატის გამო.

 

სამშობლოს ღალატი იყო, როდესაც მათ ომის დამთავრებიდან 2 თვეში, სტრასბურგში რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც წერია, რომ საქართველომ დაიწყო ომი; წერია, თითქოს ქართულმა ჯარმა გამოიყენა აკრძალული კასეტური ბომბები საკუთარივე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და თითქოს, საქართველომ დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართალი.

 

ღალატი იყო, როდესაც მათ საქართველოს გამარჯვება უწოდეს ე.წ. ტალიავინის დასკვნას, სადაც ასევე წერია, რომ საქართველო იყო ომის დამწყები; ღალატი იყო, როდესაც მაშინდელმა ხელისუფლებამ მიატოვა მშვიდობიანი მოსახლეობა კოდორის, ქსნის, ფრონეს, დიდ და პატარა ლიახვის ხეობებში და ასამდე კაცი მხოლოდ იმიტომ მოკვდა, რომ ისინი არც კი გააფრთხილეს, რომ მათი საცხოვრებელი ადგილები უნდა დაეტოვებინათ; ღალატი იყო მათი საომარი რიტორიკა, რითიც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ რუსეთის აგრესია გამოეწვიათ. ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან სერიოზული გამოძიება და აუცილებლად გამოვიძიებთ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.