გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოზარ სუბარი: ორმაგი სტანდარტია, როცა გვეუბნებიან რომ აშშ-ს უნივერსიტეტებში სპეცრაზმის შესვლა კანონის უზენაესობაა, ხოლო როდესაც საქართველოს პარლამენტზე ხდება თავდასხმა, პოლიციას არ აქვს წესრიგის დამყარების უფლება

3-05-2024

„როდესაც საფრანგეთი იღებს მართლა ძალიან მკაცრ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, მას აქვს ამის უფლება, ხოლო როდესაც ანალოგიურ კანონს, ოღონდ გაცილებით რბილს, საქართველო იღებს, თურმე, ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისა და მისი მიღების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების კომენტირებისას, სუბარმა განმარტა, რომ ამ საკითხს დასავლეთი ორმაგი სტანდარტით უდგება.

 

მისი თქმით, საქართველო მისი პარტნიორებისგან ელის მეგობრობასა და თანასწორუფლებიან დამოკიდებულებას „დღეს დასავლეთიდან გაკეთდა ძალიან ბევრი განცხადება, სადაც დაგმეს ქართველი სამართალდამცავების მოქმედება აქციების მიმდინარეობისას ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.

 

განცხადებები გააკეთა საქართველოში აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა, განცხადებები გააკეთეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, ევროკომისიაში, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მეორე მხრივ, ყოველდღე ვხედავთ პირდაპირ ეთერში, როგორ შედის პოლიცია ამერიკის უნივერსიტეტების სასწავლო კორპუსებსა და საცხოვრებელ კომპუსებში და როგორ იყენებენ ძალას პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, როგორ აპატიმრებენ ასეულობით სტუდენტს;

 

მოვისმინეთ აშშ პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადება, რომ ძალადობრივი პროტესტი არ არის დაცული კანონით, ხოლო ფანჯრების ჩამსხვრევა არ არის მშვიდობიანი პროტესტი; ვხედავთ, როგორ იყენებს ძალას საფრანგეთის პოლიცია პროტესტის მონაწილე პირების წინააღმდეგ, მაგრამ არც ერთი განცხადება ამ ფაქტებთან დაკავშირებით არ მოგვისმენია. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომ დასავლეთში თურმე პოლიციის მოვალეობაა წესრიგის დამყარება და ძალის გამოყენება, ხოლო საქართველოში თურმე სტანდარტად უნდა დავამკვიდროთ პოლიციელებზე თავდასხმა, პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობა და სახელმწიფო ქონების განადგურება, პოლიციას კი არ უნდა ჰქონდეს წესრიგის დამყარების და დამნაშავის დაკავების უფლება. ეს არის ზუსტად ისეთივე ორმაგი სტანდარტი, რასაც ისინი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით იჩენენ. როდესაც საფრანგეთი იღებს მართლა ძალიან მკაცრ კანონს, მას აქვს ამის უფლება და როდესაც ანალოგიურ კანონს, ოღონდ გაცილებით რბილს, საქართველო იღებს, თურმე, ჩვენ არ გვაქვს მისი მიღების უფლება. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია - ჩვენი მეგობრებისგან ველოდებით თანასწორობას და იმავე სტანდარტით მოქმედებას, რასაც თავის თავს უწესებენ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.