გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ერის ჯანსაღ "ავტონომიურ" ნაწილს თუ არ სურს თქვენი პროვოცირებით და ლუციფერის გასახარად მასობრივ სამოქალაქო სისხლიან დაპირისპირებაში შესვლა, ამას ჩვენს სისუსტედ ნუ აღიქვამთ!

3-05-2024

„თქვენი პერსონალური "გამარჯვება" აქ რაშია? ვის ებრძვით დღეს და ვის ამარცხებთ? თქვენი მტრის პერსონიფიცირება მოახდინეთ! ოღონდ თქვენით, არა ცენტრიდან შემოგდებული დავალებით“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ამ გამარჯვებამდე ვინ როგორ გადარჩება, ყველამ საკუთარ თავს უნდა უპასუხოს გულწრფელად. ქართველიშვილის შეფასებით, საზოგადოების უმეტესობა მხოლოდ საკუთარ თავზე აგებს პასუხს და მათ პერსონალურ ბრძოლაში თავს უფლის და ოჯახის მიერ მიტოვებულად არ გრძნობს.

 

„ვისაც საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების მწვავე ფაზაში გადასვლა გიხარიათ, ამაზეც გვაფრთხილებდა სახარება: “და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ". და რა მერე? მერე რა? თქვენი პერსონალური "გამარჯვება" აქ რაშია? ვის ებრძვით დღეს და ვის ამარცხებთ? თქვენი მტრის პერსონიფიცირება მოახდინეთ! ოღონდ თქვენით, არა ცენტრიდან შემოგდებული დავალებით. ნუ მიედ-მოედებით! საქართველოს დაცვა სხვის "შტეფსელში" გარჭობილი დენის კაბელით, მისი სიგრძით არის შეზღუდული - ერთხელაც ამოვარდება, ან ამოაძრობენ და ამით დასრულდება ყველაფერი და თქვენი საინფორმაციო ღრუდან ვეღარც რუსეთს გავიგებთ და ვეღარც "ღრუსებს", თუნდაც ჩემში რომ ეძებთ ამჟამად. რეალურ მტერს ამარცხებს მხოლოდ "უსადენო", ავტონომიური კვების სისტემა, დამუხტული ათასწლოვანი ეროვნულ/ზეციური ენერგეტიკით.

 

თანაც ისეთია ეს ენერგეტიკა, ჩვენი ფიზიკური მოსპობაც რომ მოინდომოთ, ჩვენში ამით ღმერთს მაინც ვერ ჩააქრობთ. რა თქმა უნდა, თქვენ ხართ, თქვენ არსებობთ და სამწუხაროდ, თქვენი "შტეფსელებთან" მიერთება მოახერხეს ჩვენი უშუალო დაუდევრობითა და დანაშაულით ერისა და ღმერთის წინაშე. თანაც ერის რეალურმა მტრებმა დაგარწმუნეს, რომ ამ კაბელების მიღმა სიცოცხლე არ არსებობს, მაგრამ ფუნქციონირებისთვის მოსაწოდებელი დენის საფასურად, თქვენი დინამიკებიდან მხოლოდ კონკრეტული ტექსტი უნდა ისმოდეს, პროგრამისტის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული. როგორი ზედმიწევნით არ უნდა ახორციელებდეთ დღეს "198 არაძალადობრივი მეთოდით ძალადობრივ რევოლუციას" - ქვეყნის რეალური მტრის და თქვენი ამჟამინდელი პატრონის დავალების მიხედვით, მაქსიმალური რასაც მიაღწევთ, ჩემს მიერ მოყვანილი მათეს სახარებით ნაწინასწარმეტყველევ შედეგს. ერის ჯანსაღ "ავტონომიურ" ნაწილს თუ არ სურს თქვენი პროვოცირებით და ლუციფერის გასახარად მასობრივ სამოქალაქო სისხლიან დაპირისპირებაში შესვლა, ამას ჩვენს სისუსტედ ნუ აღიქვამთ! ჩვენს შორის ოჯახში, სამეგობროში შეიძლება ამ ეტაპზე ის სიყვარული აღარ გვქონდეს, რაც თქვენს "შტეფსელებში" შეერთებამდე გვქონდა. ჩვენ ვცდილობდით დაგვერწმუნებინეთ, რომ აბსოლუტური, "უსადენო" თავისუფლების რეჟიმშიც შესაძლებელი იყო ცხოვრება, ღმერთისა და წმიდანთა დასის ენერგეტიკის ღვთაებრივი დამუხტვით. მაგრამ, როგორც ჩანს თავადაც არადამაჯერებლები ვიყავით ამ დარწმუნებაში და დღეს ჩვენი შვილები სხვის კვების სისტემას არიან მიერთებულები. "უღმერთო სივრცეს ეშმაკები ეპატრონებიან".


ამაში, რა თქმა უნდა, არის ერის ტაქტიკური მარცხი, მაგრამ სტრატეგიული გამარჯვება ამ ქვეყანაში უფალს ეკუთვნის, ამაში ეჭვის შეტანა მხოლოდ უგუნურს შეუძლია: "და თქუა უგუნურმან გულსა შინა თჳსსა: არა არს ღმერთი". ვინ როგორ მივა, ვინ რანაირად გადარჩება ამ გამარჯვებამდე, ყველამ საკუთარ თავს უპასუხოს გულწრფელად. მე მხოლოდ ჩემ თავზე ვაგებ პასუხს და ჩემს პერსონალურ ბრძოლაში ნამდვილად არ ვგრძნობ თავს არც უფლის და არც ოჯახის მიერ მიტოვებულად. გაძლიერდით, ვისაც შეგიძლიათ. ვისაც გიჭირთ, მოუხმეთ იმ ძალებს, ვისაც ძალუძს თქვენი გაძლიერება. და თქვენ სასწაულს აღმოაჩენთ საკუთარ თავში. "გადაარჩინე თავი შენი და შენს გარშემო ათასები გადარჩებიან". ამინ”, - წერს დავით ქართველიშვილი.