გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: დღეს დემოკრატიის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს უზღუდავენ და ამას აკეთებინებენ იმ თაობას, რომელიც ყველა დროს, ყველაზე ხმამაღლა ითხოვდა დამოუკიდებლობას

3-05-2024

დღეს დემოკრატიის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს უზღუდავენ და ამას საკუთარი ხელით აკეთებინებენ იმ თაობას, რომელიც ყველა დროს, ყველაზე ხმამაღლა ითხოვდა დამოუკიდებლობას, - წერს “ ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე, სოციალურ ქსელში.

 

მისი განცხადებით, ქართულ კანონს სწორედ იმიტომ არქმევენ რუსულს, რომ “დაუძინებელ მეგობრებს” ქვეყნის მართვის ბერკეტი ხელიდან ეცლებათ.

 

“დღეს დემოკრატიის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს უზღუდავენ და ამას საკუთარი ხელით აკეთებინებენ იმ თაობას, რომელიც ყველა დროს, ყველაზე ხმამაღლა ითხოვდა დამოუკიდებლობას. ქართულ კანონს სწორედ იმიტომ არქმევენ რუსულს, რომ შავი ფულით ქვეყნის მართვის ბერკეტი ხელიდან არ გაუშვან. ჩვენი "დაუძინებელი მეგობრები" სწორედ ამიტომ არიან შეშფოთებულები და არა იმიტომ, რომ ქვეყანას უკეთეს მომავალს უსურვებენ.

 

ემოციების ამარა ქვეყნის მომავლის დატოვება და სახელმწიფო უსაფრთხოების მხოლოდ "პარტნიორმეგობრობაზე" მინდობა არასერიოზული და სახიფათოა. ასეთი ნდობისა და დამოკიდებულების შედეგი უკვე ვიხილეთ უკრაინაში, რაც საქართველოსთვის არ მემეტება. ფრთხილად საქართველო!” - წერს დიმიტრი ხუნდაძე.