გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნანა კაკაბაძე: ბნელ ძალებს ეძახდნენ „ახალგაზრდა გულანთებული პატრიოტები“ ილიას და მის მიმდევრებს, მაგრამ ისტორიამ აჩვენა, ვინ იყო მართალი, ილია თუ შემდეგ მონსტრებად ჩამოყალიბებული ბოლშევიკები

3-05-2024

„ეს რეგიონი აშშ-სთვის და მთელი დასავლეთისთვის უმნიშვნელოვანესია რუსეთთან და ირანთან, დაპირისპირების გამწვავების (შესაძლოა, პირდაპირი ომის დაწყების) თვალსაზრისით. (საჭიროების შემთხვევაში). ამიტომ ფარისევლობაა აშშ-ის ხელისუფლების, ევროპარლამენტის დეპუტატების თუ ევროპული სახელმწიფოს ლიდერების მხრიდან მოთქმა-გოდება და ცრემლების ღვრა საქართველოს „მშვიდობიანი მოქალაქეების“ მიმართ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ, მათივე გამოგონილ „სასტიკ ანგარიშსწორებაზე და რეპრესიებზე“, - წერს არასამთავრობო ორგანოზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, ასაკი არც ინდულგენციაა ყველა სახის აგრესიაზე და ასაკით არც უტვინობის გამართლება შეიძლება. კაკაბაძე იხსენებს იმასაც, რომ „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმს ბევრი სწორედ ის ახალგაზრდა შეეწირა, რომლებმაც „ვარდების რევოლუციაში” აქტიური როლი შეასრულეს.


„შტურმი საქართველოზე მსოფლიოს აზანზარებს უკრაინაში და პალესტინაში მიმდინარე 2 დიდი ომი. მთელი მსოფლიო სულგანაბული უყურებს, როდის და რა ფორმით ჩაერთვებიან ამ ომებში სხვა დაინტერესებული მხარეები (ჩინეთი, ირანი და სხვები). არიან პოლიტიკოსები რომლებიც აცხადებენ, რომ მესამე მმსოფლიო ომი, უკვე დაწყებულია. ამ დროს ძალიან გასაკვირია, რატომ ანიჭებს ამხელა მნიშვნელობას აშშ და მთელი დასავლეთი, მსოფლიო რუკაზე ძნელად შესამჩნევ სამხრეთ კავკასიის რეგიონს და ამ რეგიონში კიდევ უფრო მცირე ტერიტორიაზე განფენილ საქართველოში მისაღებ ერთ კანონპროექტთან დაკავშირებულ პერიპეტიებს. ამ, ერთი შეხედვით უცნაურ მოვლენას ერთადერთი ახსნა აქვს: ეს რეგიონი აშშ-სთვის და მთელი დასავლეთისთვის უმნიშვნელოვანესია რუსეთთან და ირანთან, დაპირისპირების გამწვავების (შესაძლოა, პირდაპირი ომის დაწყების) თვალსაზრისით.


(საჭიროების შემთხვევაში). ამიტომ ფარისევლობაა აშშ-ის ხელისუფლების, ევროპარლამენტის დეპუტატების თუ ევროპული სახელმწიფოს ლიდერების მხრიდან მოთქმა-გოდება და ცრემლების ღვრა საქართველოს „მშვიდობიანი მოქალაქეების“ მიმართ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ, მათივე გამოგონილ „სასტიკ ანგარიშსწორებაზე და რეპრესიებზე“.


ფარისევლობაა, როდესაც აშშ-ს კონგრესში შეჭრისათვის 6 ადამიანს პირდაპირ ადგილზე კლავ და მკვლელ პოლიციელებს კანონის დამცველ გმირებად აცხადებ, მერე ექვსასამდე მშვიდობიან მანიფესტანტს აპატიმრებ, 10-20 წლით ციხეში გაამწესებ, ხოლო საქართველოს პარლამენტში შეჭრის მცდელობაში მონაწილეების მიმართ წყლის, წიწაკის სპრეისა და გაზის გამოყენებას სისასტიკეს უწოდებ, როდესაც ევროპის მრავალ ქვეყანაში მართლა სასტიკად უსწორდებიან კანონის დამრღვევ მომიტინგეებს (თუნდაც საფრანგეთში ე. წ. ყვითელჟილეტიანების მიმართ ჩადენილი სისასტიკე გავიხსენოთ, როდესაც თითქმის ერთწლიანი გამოსვლების დროს ოცამდე მომიტინგემ ცალი თვალი დაკარგა), ხოლო საქართველოსთან მიმართებაში იქამდე დაეცნენ, რომ მაშინაც ქართველი პოლიციელები დაადანაშაულეს, როდესაც ისინი პარლამენტის ტერიტორიის შიგნით განთავსდნენ და პარლამენტის შენობაზე თავდამსხმელი აგრესიული ჯგუფების მოგერიების მიზნით მთელ მსოფლიოში აპრობირებული მინიმალური საშუალებები გამოიყენეს ისე, რომ ახლოსაც კი არ გაკარებიან თავდამსხმელებს. საინტერესოა, რამდენად გენდერულ თანასწორობად მიიჩნევდნენ აშშ-ში ან ევროპაში ქალი დეპუტატის მხრიდან მამაკაცი კოლეგის საჯაროდ გინებას, ან რომელიმე კერძო კომპანიის მიერ მანიფესტაციის მონაწილეებისთვის საჯაროდ აირწინაღების შეძენის შეთავაზებას, რათა კანონსაწინააღმდეგოდ გადაქცეული მანიფესტაციის დაშლა პოლიციამ ვერ მოახერხოს? ან რატომ არის კანონიერი და დემოკრატიული ამერიკაში ახლახან პალესტინის მხარდასაჭერად გამოსული სტუდენტების ძვლებში დალეწვა, 300 სტუდენტის ადგილზევე დაკავება და სასწრაფოდ კანონის მიღება, რომლითაც მთავრობას აძლევენ უფლებას, ასეთი სტუდენტების უნივერსიტეტებისთვის სახელმწიფო დაფინანსების სასწრაფოდ შეჩერების. რატომ არის კატეგორიულად მიუღებელი არადემოკრატიული ქმედება, საქართველოში „მშვიდობიან მომიტინგეებად“ მონათლული, რეალურად ვანდალიზმით დაკავებული აგრესიული „გულანთებული ახალგაზრდების“ მიერ მხუთავი აირის შესუნთქვა და ამ „პატრიოტი ბავშვებისთვის“ პოლიციელის მხრიდან თითის დაკარება ან დაკავება?


საბჭოთა პერიოდის დისიდენტები უამრავი მიტინგისა და მანიფესტაციის მონაწილეებიც ვყოფილვართ და ორგანიზატორებიც (1978 წლის 14 აპრილისა და 1989 წლის 9 აპრილის ისტორიული მიტინგების ჩათვლით), რა დროსაც არათუ აგრესიული სამარცხვინო ლანძღვა-გინებითა და მსხვრევა-მტვრევით არ ვიჩენდით თავს, არამედ მიზანმიმართულად მივყვებოდით ერთიან გეგმას და ხშირ შემთხვევაში ეს საპროტესტო აქციები მიზანს აღწევდა.


დღევანდელი პრეზიდენტისა და ნაც-ანასხლეტი პოლიტიკოსებისგან წაქეზებული ეს ჩვენი „გულანთებული ახალგაზრდები“ კი თანდათან საფრანგეთში მოქმედ იმ ვანდალებს ემსგავსებიან, რომელბიც ძირითადად პარიზის გარეუბანში მცხოვრები ემიგრანტების ოჯახებიდან არიან და პროტესტის ნიშნად პერიოდულად ღამღამობით ასეულობით და ზოგჯერ ათასობით მანქანას წვავენ. ეს ყველაფერი სტუდენტებს და ახალგაზრდებს აქცევს მოხერხებულ და ძლიერ იარაღად პოლიტიკოსების ხელში. ჯორჯ სოროსი, მაგალითად, ღიად აფინანსებს ეხლანდელ სტუდენტურ გამოსვლებს ამერიკაში (და ალბათ საქართველოშიც) საოცარი ის არის, რომ ნაც-ტელევიზიების მიერ ტვინების გამორეცხვის შედეგად ძალიან ადვილი ხდება ნებისმიერი სისულელის დამაჯერებლად წარმოჩენა. ამბობენ, ევროპა გვინდაო, ევროპა აცხადებს, 2030 წლამდე გაფართოება არ იქნებაო, ივანიშვილი აცხადებს, 2030 წელს ევროკავშირის წევრი გავხდებითო და ამაზე ეს ტვინგამორეცხილები ამბობენ, ხედავთ, ბიძინამ 6 წლით გადაგვიწია ევროკავშირში შესვლა, რადგან მანამდე რუსეთში შეგვათრევსო. რაც შეეხება იმ სისულელის ქადაგებას, რომ ახალგაზრდობა ყოვეთვის მართალია, ამაზე ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ მარტო ერთ ფაქტს გავიხსენებთ ჩვენი ისტორიიდან. ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, არჩილ ჯორჯაძე და სხვა ქართველი პატრიოტები მოხუცები იყვნენ სერგო ორჯონიკიძესთან, მიხა ცხაკაიასთან, ფილიპე მახარაძესთან და სხვა სოციალ-დემოკრატებთან შედარებით. მაშინაც ძველ დროში ჩარჩენილებს და თანამედროვე პროგრესული მარქსისტული მოძღვრების ვერ გამგებ ბნელ ძალებს ეძახდნენ „ახალგაზრდა გულანთებული პატრიოტები“ ილიას და მის მიმდევრებს. მაგრამ ისტორიამ აჩვენა, ვინ იყო მართალი, ილია და მისი მიმდევრები თუ შემდეგ მონსტრებად ჩამოყალიბებული ბოლშევიკები და კომსომოლები.


ასე რომ, ასაკი არასოდეს ყოფილა ჭეშმარიტების მატარებელი რაიმე ჯგუფის სიმართლის განსაზღვრების კრიტერიუმი, ასაკი არც ინდულგენციაა ყველა სახის აგრესიაზე და უხამსობაზე, ასაკით არც უტვინობის გამართლება შეიძლება. უფრო ხშირად ახალგაზრდულ მაქსიმალიზმს და თვითდამკვიდრებისკენ დაუოკებელ სწრაფვას თაღლითი პოლიტიკოსები იყენებენ საკუთარი ბნელი მიზნებისთვის. 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალებაც, (რასაც „ვარდების რევოლუცია“ უწოდეს), სწორედ ახალგაზრდების გულუბრყვილობის და კეთილი ზრახვების ხარჯზე მოაწყვეს ნაძირალა პოლიტიკოსებმა.მათ მალევე 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმი დაამყარეს საქართველოში. “ნაციონალების” ფაშისტურ რეჟიმს ბევრი სწორედ ის ახალგაზრდა შეეწირა, რომლებმაც სახელმწიფო გადატრიალებაში აქტიური როლი შეასრულეს.

ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს!” - წერს ნანა კაკაბაძე.