გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ედიშერ გვენეტაძე „გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეებზე: ეს არის მოევროპელო, მომიტინგე-მოპროტესტთა რეალური სახე, ასეთად უნდათ აქციონ ჩვენი მამული, ენა, სარწმუნოება!

3-05-2024

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „გამჭვირვალობის კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.


მისი თქმით, პროტესტის ის მონაწილეები ვინც მსგავს საქციელს სჩადის, როგორც ფოტოებზეა ასახული, ისტორიაში იუდას სახელით დარჩებიან.


„აი ეს არის მოევროპელო, მომიტინგე-მოპროტესტთა რეალური სახე! ასეთ სიმყრალეს აფრქვევენ ისინი ქუჩებში, სახლებში, უბნებში, დარბაზებში! ასეთად უნდათ აქციონ მათ ჩვენი მამული, ენა, სარწმუნოება! ასეთად სურთ უსამშობლოებს აქციონ საქართველო ! ასეთებად აქცია ისინი 30 ვერცხლმა! დიახ, ასეთი კოლექტიური იუდები არიან ამის ჩამდენნი! დარწმუნებული ვარ, როდესაც გააცნობიერებენ თუ რას სჩადიან თითოეულ მათგანი დროში იგივეს ჩაიდენს, რაც იუდამ ჩაიდინა საკუთარი თავის მიმართ! თუმცა იუდების სახელებით დარჩებიან საქართველოს ისტორიაში! შემთხვევითი არაა, რომ ყოველივე ეს ხდება ვნების კვირაში!”, - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.