გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვლადიმერ ბოჟაძე NED-ის დირექტორის განცხადებაზე: ეს „ვაჟკაცი" აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში, რომლებიც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს, დედა ეკლესიას, ჩვენს ტრადიციებს და ღირებულებებს, ქართულ იდენტობას

3-05-2024

თბილისის საკრებულოს წევრი უმრავლესობიდან, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში აზიარებს NED - ის დირექტორის, დეიმონ უილსონის და მისი პარტნიორი მამაკაცის ფოტოს და აქვე მის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: “დადგება კონკრეტული შედეგები ბიძინასთვის და მათთვის, ვინც მხარს დაუჭერს რუსული სტილის კანონმდებლობას”.


ბოჟაძის თქმით, მრავალჯერ დავიცავით ქართველებმა ჩვენი მამული, ენა, სარწმუნოება, დავიცავთ ახლაც, დავიცავთ მომავალშიც, დავიცავთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.


„ეს ,,ვაჟკაცი" აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში, რომლებიც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს, დედა ეკლესიას, ჩვენს ტრადიციებს და ღირებულებებს, ქართულ იდენტობას. მრავალჯერ დავიცავით ქართველებმა ჩვენი მამული, ენა, სარწმუნოება, დავიცავთ ახლაც, დავიცავთ მომავალშიც, დავიცავთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე!“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.