გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნათია თურნავა კორეის ბანკის პრეზიდენტს ჩენგ იონგ რის შეხვდა

3-05-2024

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, რომლის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, კორეის ბანკის პრეზიდენტთან ჩენგ იონგ რისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


მხარეებმა ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.


ჩენგ იონგ რიმ ყურადღება გაამახვილა მყისიერი გადახდის სერვისებზე და ამ მიმართულებით სებ-თან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.


შეხვედრის ფარგლებში, ნათია თურნავამ კორეის ბანკის პრეზიდენტს ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების კუთხით ეროვნულ ბანკში შემუშავებული და დანერგილი მარეგულირებელი ჩარჩო ლიცენზირების წესები და სხვადასხვა რეჟიმები გააცნო.


ნათია თურნავამ, ხაზი გაუსვა ციფრული ბანკების მნიშვნელობას, რაც ქვეყნებს შორის გადახდების გაზრდის კიდევ ერთი წყაროა. მისი თქმით, ეროვნული ბანკი 2025 წლისთვის მყისიერი გადახდების პროექტის განხორციელებას გეგმავს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადახდის სერვისებს.


კორეის ბანკის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში - "იდეები კოლაბორაციული ფინტექ გარემოს შესაქმნელად რეგიონში: შუა კორიდორის მომენტუმის გამოყენება".


პანელური დისკუსიის მთავარი მომხსენებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა იყო. დისკუსიის ფარგლებში განიხილეს ფინტექის განვითარების და საერთაშორისო გადახდების მხარდასაჭერი ინიციატივები და გააზიარეს სხვადასხვა რეგიონის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.