გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ეროვნულმა ბანკმა კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

4-05-2024

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტს (KOREA FINANCIAL TELECOMMUNICATIONS AND CLEARINGS INSTITUTE) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, – აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.


მათივე ცნობით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და კორეის ფინანსური ტელეკომუნიკაციისა და კლირინგის ინსტიტუტის პრეზიდენტმა იონგ სეოკის პარკმა.


მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეთა შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კავშირების ხელშეწყობას საქართველოში საგადახდო ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად.


შეთანხმების მიხედვით, მხარეები ერთობლივი ძალისხმევით განახორციელებენ საქართველოში საგადახდო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას. აღნიშნული ძალისხმევა უპირველეს ყოვლისა ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლას და კონსულტაციებს, რაც ძირითადად ფოკუსირდება შემდეგ სფეროებზე: სწრაფი გადახდები, ღია ბანკინგი, e-KYC ("იცნობდე შენს მომხმარებელს"), საცალო გადახდების ინფრასტრუქტურის სპეციალიზებული ორგანიზაციის შექმნა, ასევე, სებ-ის მანდატის სხვა სფეროებზე.


მხარეები ასევე ხელს შეუწყობენ გრძელვადიანი ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შეთანხმებული შემდგომი პროექტების განხორციელებას.