გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თენგიზ შარმანაშვილი რუსი პროპაგანდისტის განცხადებაზე: ვითომ ისეთი სულელები არიან რუსები, რომ თანადგომის გამოხატვით ვერ ხვდებოდნენ, ვის აძლიერებენ - ვერ ხვდებიან კი არა, მათი დაგეგმილია, რუსეთის ხელისუფლების მითითების გარეშე ეს ვერ მოხდება

4-05-2024

მერამდენედ უნდა დაეხმაროთ ვითომ მედასავლეთეებს რუსები ? მერამდენედ ? თან ისე აპიარებს ოპოზიცია ამას, თითქოს მათ გარდა ვინმესთვის სასარგებლოა ეს განცხადება. ვერ ვხვდებით რა ხდებაო არავინ მითხრას, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, რუსი პროპაგანდისტის, სერგეი კარნუხოვის განცხადებას საქართველოს ხელისუფლებისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზების შესახებ.


მისი თქმით, მსგავსი განცხადებები, რუსეთის ხელისუფლების მითითების გარეშე ვერ გაკეთდება.


როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, რუსულმა მხარემ კარგად იცის, საქართველოს მთავრობის მისამართით გაკეთებული განცხადებებით, სინამდვილეში ვის აძლიერებენ.


„მერამდენედ უნდა დაეხმაროთ ვითომ მედასავლეთეებს რუსები ? მერამდენედ ? თან ისე აპიარებს ოპოზიცია ამას, თითქოს მათ გარდა ვინმესთვის სასარგებლოა ეს განცხადება. ვერ ვხვდებით რა ხდებაო არავინ მითხრას. ცეცხლის აგიზგიზებაში დამატებითი ნავთია ეს. ეს რუსეთის ხელისუფლების პირდაპირი მითითების გარეშე ვერ მოხდება. რატომ ეხმარება რუსეთი ამ ხალხს ? ან ისეთი სულელები არიან რუსები, რომ ვითომ ასეთი თანადგომის გამოხატვით ვერ ხვდებოდნენ ვის აძლიერებენ ? ვერ ხვდებიან კი არა, მათი დაგეგმილია“, - წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.