გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რატი იონათამიშვილი: ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ერს, სახელმწიფოს, ღირსია, საზოგადოებამ ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ და ნუ გაუკვირდებათ, რომ საზოგადოება მათ მკაცრ პასუხს გასცემს

6-05-2024

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორ ანა სუბელიანის მხრიდან პატრიარქის შეურაცხყოფის ფაქტზე „ქრონიკასთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ფარისევლობის ისეთ მასშტაბს და უტიფრობას აქვს ადგილი, რომ შეუძლებელია ამაზე საზოგადოებას თავისი აზრი და შეფასება არ ჰქონდეს.“


მისი თქმით, ნებისმიერი, ვინც ასეთ შეურაცხყოფას აყენებს უწმინდესს, ერს, სახელმწიფოს, საზოგადოება მათ ძალიან მკაცრ პასუხს გასცემს.


„ნებისმიერი, ვინც ასეთ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ჩვენს ერს, საზოგადოებას, სახელმწიფოს, ის ღირსია, რომ საზოგადოებამ მას ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ და მერე ნუღარ გაუკვირდებათ ამ ადამიანებს, რომ მათ ფარისევლობასაც ვამხელთ, ამორალურობასაც, უსამშობლობასაც, უღმერთობასაც და საზოგადოება მათ ძალიან მკაცრ პასუხს გასცემს“-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.