გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის სახდეპის განცხადებაზე: კეზერაშვილი და ალასანია რომელ სახელმწიფოს წარმოადგენენ, მერამდენედ მოხვდნენ თქვენს ფედერალურ აქტში?

7-05-2024

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ.


ქადაგიძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართავს და სვამს კითხვას, კეზერაშვილი და ალასანია რომელ სახელმწიფოს წარმოადგენენ.


„აშშ სახ-დეპი, Is the conscience a cow?! კეზერაშვილი და ალასანია რომელ სახელმწიფოს წარმოადგენენ, მერამდენედ მოხვდნენ თქვენს ფედერალურ აქტში? აი, ამ თვალში ნაცრის შეყრის შემდეგ თუ ვინმე ჭკუათმყოფელი დარჩა, ვისაც კიდევ ეჭვი ეპარება საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ინსინუაციურ კამპანიაში, მართლა ძალიან ცუდად ყოფილა თქვენი საქმე! თუმცა სადაც ქართული კანონი გაარუსულეს, რა გასაკვირია FARA-ს ოფიციალური დოკუმენტაცია და მტკიცებულება უკუღმა დახატონ“, - წერს ქადაგიძე.