გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი: ახალგაზრდებს აყენებენ წინ აირწინაღებით, მაგრამ მათ უკან ვაშაძე, ხოშტარია, ჯაფარიძე, დეკანოიძე და სხვა დეიდა-ბიძიები დგანან, რუსებზე ბინების მიმქირავებლები, რუსებისგან ჰონორარების მიმღები და ტერიტორიების 20% ხონჩით მიმრთმევები

7-05-2024

„აბა ერთ მწკრივზე დაეწყვეთ პროდასავლელელები, პირველ მეორეზე გაითვალეთ და გააკრიტიკეთ ნიდერლანდები, პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების აღნიშვნა არ დაგავიწყდეთ!“ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ამსტერდამის უნივერსიტეტში სტუდენტების დარბევის ფაქტზე.


ექსპერტის თქმით, საქართველოში ახალგაზრდებს აყენებენ წინ აირწინაღებით, მაგრამ მათ უკან ვაშაძე, ხოშტარია, ჯაფარიძე, დეკანოიძე და სხვა დეიდა-ბიძიები დგანან, რუსებზე ბინების მიმქირავებლები, რუსებისგან ჰონორარების მიმღები და ტერიტორიების 20 % ხონჩით მიმრთმევები.


„საზიზღარი პოლიცია, როგორ არბევს მშვიდობიან მომიტინგეებს, რას აფუჭებენ, უბრალოდ ბარიკადები ჰქონდათ აღმართული და პროტესტს გამოხატავდნენ... და სად ხდება ეს?! უი, არ მჯერა ნიდერლანდებში?! ნიდერლანდები, ხომ ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ერთ-ერთი ზე-დემოკრატიული ქვეყანაა?! მე თავიდან რუსეთი მეგონა! აბა ერთ მწკრივზე დაეწყვეთ პროდასავლელელები, პირველ მეორეზე გაითვალეთ და გააკრიტიკეთ ნიდერლანდები, პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების აღნიშვნა არ დაგავიწყდეთ! მეორე, ქვედა სქრინიც საინტერესოა: „ალა ლუსულ კანონს აპროტესტებენ!“ „რა საკვარლად“ გამოიყურებიან ბავშვები აირწინაღებით? ისე ბავშვები აირწინაღებს თავისით ვერ იშოვიდნენ,უფროსებმა მისცეს, თვითონ კი დაიმალნენ და "ბავშვები" წინ დააყენეს. ალბათ ცუდი ძიებისგან დარბევისთვის მზად, რომ იყვნენ.


მათ უკან კი ვაშაძე, ხოშტარია, ჯაფარიძე, დეკანოიძე და სხვა დეიდა-ბიძიები დგანან, რუსებზე ბინების მიმქირავებლები, რუსებისგან ჰონორარების მიმღები და ტერიტორიების 20 % ხონჩით მიმრთმევები“, - წერს ნიკოლეიშვილი.