გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მამუკა მდინარაძე კანადაში ინიციირებულ „უცხოური აგენტების რეესტრის“ კანონპროექტზე: ვფიქრობ, აქციის ორგანიზატორებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ პარტნიორებს, რომ კანადა იხსნან გარდაუვალი გარუსებისგან!

7-05-2024

„ეს ძალიან ცუდი ამბავი რომ არ დაგვწეოდა, დღეს მეტი პოსტის დაწერას ნამდვილად აღარ ვაპირებდი. კანადაში არა თუ უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლებს, არამედ პირდაპირ აგენტებს უწოდებენ!..“ - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება კანადის მთავრობის ინიციატივას „უცხოური აგენტების რეესტრის“ შექმნის შესახებ.


მდინარაძის განცხადებით, საქართველოში „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა პარტნიორებსაც უნდა მიმართონ, რათა კანადა გარუსებისგან იხსნან.


„ეს ძალიან ცუდი ამბავი რომ არ დაგვწეოდა, დღეს მეტი პოსტის დაწერას ნამდვილად აღარ ვაპირებდი. კანადაში არა თუ უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლებს, არამედ პირდაპირ აგენტებს უწოდებენ!.. ვფიქრობ, აქციის ორგანიზატორებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ პარტნიორებს, რომ კანადა იხსნან გარდაუვალი გარუსებისგან! რა გამჭვირვალობა და საგარეო ჩარევები, ამისი გატარება ნამდვილად არ შეიძლება!” - წერს მამუკა მდინარაძე.