გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ამბროლაურში კენკროვანი კულტურების გაშენების მხარდაჭერის ახალ ქვეკომპონენტს გაეცნენ

11-10-2018

ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი - „კენკროვანი კულტურები“ დაემატა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დანერგე მომავალის პროექტის მენეჯერი, მარიამ მეკოშკიშვილი  ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის გუბერნატორთან არჩილ ჯაფარიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ფერმერებს შეხვდა და ახალი ქვეკომპონენტის დეტალები გააცნო. როგორც პროექტის მენეჯერმა აღნიშნა, ახალი ქვეკომპონენტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი მცირე ფერმერული მეურნეობები განავითაროს და სარგებელი მიიღოს.


ქვეკომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრულ რეგიონებში, შესაძენი ნერგების ღირებულების 100% დაფინანსდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში; 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.


ქვეკომპონენტი განხორციელდება:


იმერეთში - საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურის, ხარაგაულის, ბაღდათის, ვანის, ხონის მუნიციპალიტეტებში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში;


გურიაში - ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები;


რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში - ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში; 


სამეგრელო-ზემო სვანეთში - წალენჯიხის, მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.


მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის, თიანეთის, დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში


ფიზიკური პირის შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე არანაკლებ 0.15 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების დაფინანსებაა დასაშვები. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის (რომლის საკუთრებაშია მეპაიეების მიერ პაის სახით შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები) მიერ კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების ფართობი  თითოეული მეპაიის მიერ შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რაოდენობის მიხედვით, თითოეულ მეპაიეზე არაუმეტეს 0,5 ჰა-ის გადაანგარიშებით განისაზღვრება.


სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს, რომელიც დაფინანსებას მიიღებს არანაკლებ 5 ჰექტარზე ბაღის გასაშენებლად, უსასყიდლოდ გადაეცემა პირველადი დასაწყობებისთვის საჭირო 1  ერთეული სტაციონალური მაცივარკონტეინერი, რომლის ტევადობა საშუალოდ 20 ტონაა.


პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2015 წლის მარტში დაიწყო. პროექტის მიზანია, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება, რის შედეგადაც  იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლება მოხდება, გაიზრდება ექსპორტი, გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფა გაადვილდება და სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება.