გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზაალ ანჯაფარიძე: მზადება მიდის პროცესების „მაიდანიზაციისათვის“ - ეს გახლავთ გარედან შემოსული ფულებით ჩატარებული ტრენინგ-სემინარების ერთ-ერთი შედეგი, სადაც ვითომ უწყინარ რამეებს ასწავლიდნენ მონაწილეებს

8-05-2024

„აქ ფბ-ში ზოგი ოპოზიციონერი გამწარებული მეკამათებოდა რა მაიდანი რის მაიდანიო. არადა, გაქანებული მზადება მიდის პროცესების „მაიდანიზაციისათვის”, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, სუსის განცხადებას, სადაც საუბარია კონკრეტული პირების მიერ სპეცდანიშნულების რაზმზე იერიშის მიტანის გეგმებზე, რომლებიც ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები.


ექსპერტის თქმით, ეს გახლავთ სწორედ გარედან შემოსული ფულებით ჩატარებული ტრენინგ-სემინარების ერთ-ერთი შედეგი, სადაც მავანთ რომ ჰკითხო, თურმე უწყინარ რამეებს ასწავლიდნენ მონაწილეებს.


„აქ ფბ-ში ზოგი ოპოზიციონერი გამწარებული მეკამათებოდა რა მაიდანი რის მაიდანიო. არადა, გაქანებული მზადება მიდის პროცესების "მაიდანიზაციისათვის." ეს გახლავთ სწორედ გარედან (ვიცით საიდანაც) შემოსული ფულებით ჩატარებული ტრენინგ-სემინარების ერთ-ერთი შედეგი, სადაც მავანთ რომ ჰკითხო, თურმე უწყინარ რამეებს ასწავლიდნენ მონაწილეებს. როგორც ერთხელ ითქვა: „ჭკუით ქართველებო,“ - წერს ანჯაფარიძე.