11-10-2018
ქუთაისის მერიამ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაიწყო.
მერიის საფინანსო პოლიტიკის და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი დავით ნიშნიანიძე განმარტავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი გაიზრდება.
ქუთაისი ცენტრალური ხელისუფლებიდან 2019 წელს 32 935 300 ლარს მიიღებს
"მომავალი წლის ბიუჯეტზე უკვე ვმუშაობთ. ფინანსთა სამინისტორმაც მოგვაწოდა ტრანსფერის ოდენობა და გაზრდილია 1 755 000 ლარით. როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯვით ნაწილში ზრდას ველოდებით. გაცილებით მეტი იქნება შარშან დაგეგმილ ბიუჯეტზე, ზუსტად რამდენია, მუშაობის დასრულების შემდეგ ვიტყვით", - განაცხადა დავით ნიშნიანიძემ.
ქუთაისის მერია საკრებულოს წლის საფინანსო დოკუმენტის პირვანდელ ვერსიას 20 ნოემბერს წარუდგენენ.
შენიშვნებისათვის მერიას გარგვეული ვადა მიეცემა. საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი 25 დეკემბერს უნდა დაამტკიცოს.