გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ორასამდე ახალგაზრდა გადამზადებულია აგრესიული ქმედებებისთვის და ისინი გამოიყენებიან, როგორც ძალოვნებზე შემტევი ძალა და დანარჩენი ახალგაზრდები მათი მიმბაძველობით მოქმედებენ - თამთა მეგრელიშვილი for.ge-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე

8-05-2024

„ამ ჩანაწერებით ფაქტობრივად დადასტურდა, რომ არანაირ გულწრფელ პროტესტს ადგილი არ აქვს. ორასამდე ახალგაზრდა გადამზადებულია აგრესიული ქმედებებისთვის და ისინი გამოიყენებიან, როგორც ძალოვნებზე შემტევი ძალა და დანარჩენი ახალგაზრდები მათი მიმბაძველობით მოქმედებენ,“ - ასე ეხმიანება პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი for.ge-ს მიერ გავრცელებულ ექსკლუზიურ მასალას, სადაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძე რამდენიმე პირთან საუბრობს პროტესტზე და ქუჩების პარალიზებაზე.


მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ ზურაბ ჯაფარიძე ერთ-ერთია იმ ორგანიზატორთაგან, რომელიც ახალგაზრდებს აკერმანისეული გეგმის მიხედვით იყენებს.


"ზურაბ (ჩახდილი) ჯაფარიძე ერთ-ერთია იმ ორგანიზატორთაგან, რომელიც ახალგაზრდებს აკერმანისეული გეგმის მიხედვით იყენებს. ამ ჩანაწერებით ფაქტობრივად დადასტურდა, რომ არანაირ გულწრფელ პროტესტს ადგილი არ აქვს. ორასამდე ახალგაზრდა გადამზადებულია აგრესიული ქმედებებისთვის და ისინი გამოიყენებიან, როგორც ძალოვნებზე შემტევი ძალა და დანარჩენი ახალგაზრდები მათი მიმბაძველობით მოქმედებენ. ახალგაზრდებო გონს მოდით, თქვენ ქართული სახელმწიფოს დასაცავად კი არა, მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებთ,“ - წერს მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.