გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ყაველაშვილი: მინაშვილის, უტიაშვილის (რომელიც 26 მაისის შემოქმედია) გვერდით დგახარ აქციაზე და რომ მეუბნები „ნაცთან“ რატომ მაიგივებო - აბა ვისთან გაგაიგივო, როდესაც მათ დაკვეთებს ასრულებ?!

9-05-2024

„თუკი დღეს, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე გააანალიზებს რა ხდება, პირიქით უნდა მოხდეს - ამ პროცესში, საქართველოს ხელისუფლებას უნდა დაუდგენ გვერდით, ვინაიდან პირველად, 30 წლის განმავლობაში, შევძელით, რომ რაღაც საკითხში ჩვენი სუვერენიტეტი დაგვეცვა”, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან განაცხადა.


დეპუტატმა ქვეყანაში არსებული პროცესების შესახებ კომენტირებისას აღნიშნა, რომ დღეს მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან.


ყაველაშვილის თქმით, უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სურვილი იყო, რომ საქართველო ამ ომში ჩართულიყო.


„ეს ადამიანები როგორ შეიძლება შეიცვალონ?! - ესენი არიან ამ ყველა აქციის ორგანიზატორები. ნეიტრალური მხარე გამოდის და ამბობს “მე რა შუაში ვარ “ნაცთან,” მე “ნაცები” საერთოდ არ მაინტერესებს” - როგორ არ გაინტერესებს?! ესენი გეგმავენ ყველაფერს. მიტრიალდი მაშინ და გაუხსენე მათი ქმედებები აკო მინაშვილის, უტიაშვილიც იქ გიდგას, რომელიც 26 მაისის შემოქმედია - იქ არ არის გიგი უგულავაც?! ვის ემიჯნები, გამაგებინე?! რომ მეუბნები “ნაცთან” რატომ მაიგივებ - აბა ვისთან გაგაიგივო, როდესაც იმის დაკვეთებს ასრულებ?!


თუკი დღეს, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე გააანალიზებს რა ხდება, პირიქით უნდა მოხდეს - ამ პროცესში, საქართველოს ხელისუფლებას უნდა დაუდგენ გვერდით, ვინაიდან პირველად, 30 წლის განმავლობაში, შევძელით რომ რაღაც საკითხში ჩვენი სუვერენიტეტი დაგვეცვა.

ეს ის ხალხია, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აქციებზე რომ იყო და მოგვიწოდებდა, რუსეთის დასანქიცირებაში ჩავრთულიყავით და უკრაინაში მოხალისეები გაგვეგზავნა. ერთი წამით გაიაზრონ იმ ადამიანებმა და საქართველოს მოქალაქეებმა, ეს რომ დაგვეშვა, დღეს ხომ ჩვენ ომში ვიქნებოდით?!” - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.