6-12-2017
საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე დამტკიცებულ იქნა ააიპ-ების ოპტიმიზაციის და რეორგანიზაციის საკითხები. ლიკვიდირებულია 2 ააიპ-ი, ესენია „რუსთავის იურიდიული დახმარების ცენტრი“ და „ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის ცენტრი“, ორივე ააიპ-ში ჯამში 22 ადამიანი იყო დასაქმებული.გაერთიანდა რამდენიმე ააიპ-ი, ხუთი აიპის შერწყმიდან შეიქმნა 2 ააიპ-ი, ესენია "რუსთავის სერვის ცენტრი" და "სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი". სხდომაზე დაამტკიცეს საკრებულოს 2 ახალი ფრაქცია, „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ და „ქართული ოცნება-მრეწველები“, რომელთა თავჯდომარეები იქნებიან დავით მაღლაკელიძე და გურამ ფირცხალაიშვილი.
საკრებულოს სხდომას ესწრებოდა ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის“ წევრი დავით კაპანაძე, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა ლიკვიდირებული ააიპ-ებში დასაქმებული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ არასაჭირო აიპები აუცილებლად უნდა გაუქმდეს.
საკრებულოს თავჯდომარემ ლევან ონიანმა სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა, რომ საკრებულოს თვითმიზანი არ არის ხალხის გათავისუფლება და თვლის, რომ ერთიდაიგივე ფუნქციის მქონე ააიპ-ები აუცილებლად უნდა გაერთიანდეს.
წყარო: "ინფორუსთავი"