გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით სერგეენკო: 28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

11-10-2018


მმართველი პარტიისაგან მხარდაჭრილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.


დღეს, სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება. შეხვედრას ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ესწრებოდა.

 

დავით სერგეენკომ მოსახლეობას არჩევნებზე წასვლისაკენ და საკუთარი ხმის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

 

“28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი, უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მე ვერ გთხოვთ, არც გაკადრებთ იმას, რომ მიგითითოთ ვის მისცეთ ხმა, იმიტომ, რომ თითოეულ თქვენთაგანს საკმარისზე მეტი გამოცდილება აქვს უტყუარი არჩევანის გასაკეთებლად - ვის უნდა ქვეყნისთვის სიკეთე, ვის უნდა ქვეყნის განვითარება და მეორეს მხრივ, ვის ამოძრავებს რევანშის, ბოღმის, ღვარძლის და ანგარიშსწორების სურვილი. ამას თქვენ არაჩვეულებრივად გააკეთებთ. მე ერთადერთი სათხოვარი მექნება თქვენთან, უმორჩილესი თხოვნა, რომ 28 ოქტომბერს არავინ  დარჩეს სახლში და ხმა მივცეთ საქართველოს განვითარებას. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე ჩემი არჩევანი გაკეთებული მაქვს, რომელსაც დავაფიქსირებ. მინდა, რომ 28 ოქტომბერს ხმა არაჩვეულებრივ ქალბატონს, სალომე ზურაბიშვილს მივცე,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.