გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე: ვისაც საქართველოს ბედი გადარდებთ და ჭკუა შეგრჩენიათ, დაფიქრდით რა მასშტაბის პროვოკაციებისთვის გიყენებენ

10-05-2024

„გაინტერესებთ რეალურად რა პროცესების წახალისება მიდის საქართველოში და რატომაა, რომ ასე გამალებით მიდის რადიკალიზაციის პედალირება აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის მხრიდან? აზია-ევროპის ყველა დამაკავშირებელი გზა აფეთქებულია და არავინ უწყის, როდის დალაგდება სიტუაცია გარდა ერთისა - კავკასიის დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის„, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, რითაც ეხმიანება სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებას აშშ-ის პარტნიორებისადმი - ყურადღება მიაქციონ ჩინეთის დღის წესრიგს ევროპაში.


მისი თქმით, ჩინეთის ლიდერის ვიზიტი ევროპაში, კიდევ ერთი შეშფოთების მიზეზი გახდა ამერიკისთვის და სანამ საქართველოში სიმშვიდეა, მანამდე იქნება პრობლემა ჩინურ-ევროპული პერსპექტივები.


მისივე თქმით, საქართველოში არეულობისა და ერთადერთი მშვიდობიანი დერეფნის აფეთქების შემთხვევაში, ყველანაირ აქტუალობას დაკარგავს ჩინეთის ძალისხმევა, რადგან ფიზიკურად ვერ შეძლებს აზია ევროპასთან სრულფასოვან კავშირს.


„გაინტერესებთ რეალურად რა პროცესების წახალისება მიდის საქართველოში და რატომაა, რომ ასე გამალებით მიდის რადიკალიზაციის პედალირება აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის მხრიდან? აზია-ევროპის ყველა დამაკავშირებელი გზა აფეთქებულია და არავინ უწყის, როდის დალაგდება სიტუაცია გარდა ერთისა - კავკასიის დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის. სწორედ ამიტომაა ასეთი დიდი დარტყმის ქვეშ საქართველო და მცდელობას არავინ აკლებს, რომ ერთადერთი პერსპექტიული და მშვიდობიანი ხიდი აზიიდან ევროპაში აფეთქებულ იქნას , რათა მთელი ევროპა დამოკიდებული გახდეს აშშ-ზე. ჩინეთის ლიდერის ვიზიტი ევროპაში, კიდევ ერთი შეშფოთების მიზეზი გახდა ამერიკისთვის და სანამ საქართველოში სიმშვიდეა, მანამდე იქნება პრობლემა ჩინურ-ევროპული პერსპექტივები, ხოლო საქართველოში არეულობისა და ერთადერთი მშვიდობიანი დერეფნის აფეთქების შემთხვევაში, ყველანაირ აქტუალობას დაკარგავს ჩინეთის ძალისხმევა, რადგან ფიზიკურად ვერ შეძლებს აზია, ევროპასთან სრულფასოვან კავშირს. ასე რომ ვისაც საქართველოს ბედი გადარდებთ და ჭკუა შეგრჩენიათ, დაფიქრდით თუ რა მასშტაბის პროვოკაციებისთვის გიყენებენ“, - წერს ქადაგიძე ფეისბუკზე.