გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დიმიტრი ხუნდაძე: ნებისმიერი თავდასხმა ნებისმიერ ადამიანზე დაუშვებელია - თუმცა არასამთავრობო სექტორის მხრიდან მხოლოდ შერჩევით ხდება მკაცრი შეფასებების გაკეთება

10-05-2024

„უნდა ვიყოთ ობიექტურები - არ გვინახავს არასამთავრობო სექტორის მხრიდან, მაგალითად, „იმედის“ ჟურნალისტის სამუშაო პროცესისთვის ღია ეთერში ხელის შეშლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა.

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევას, თუკი საქმე ეხება კანონდარღვევას, უნდა მოჰყვეს მკაცრი რეაგირება.


„ნებისმიერი თავდასხმა ნებისმიერ ადამიანზე, რა პოლიტიკური მრწამსიც მას არ უნდა ჰქონდეს, დაუშვებელია, მაგრამ როდესაც ვაკეთებთ შეფასებებს და განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, უნდა ვიყოთ ობიექტურები - არ გვინახავს არასამთავრობო სექტორის მხრიდან, მაგალითად, „იმედის“ ჟურნალისტის სამუშაო პროცესისთვის ღია ეთერში ხელის შეშლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. მხოლოდ შერჩევით ხდება მკაცრი შეფასებების გაკეთება - ეს შეფასებები ყველას მიმართ უნდა იყოს მკაცრი, თუკი ადგილი აქვს კანონდარღვევას. ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.