გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნინო ფოჩხუა: პრემიერის წერილი ყველა ახალგაზრდამ უნდა წაიკითხოს, უნდა გაათვითცნობიერონ აქციის მონაწილეებმა ვის უნდა მათთვის სიკეთე და ვინ იყენებს მათ შავბნელი საქმეებისთვის, ფაქტებიც ხომ ამაზე მეტყველებს

10-05-2024

„დღეს საქართველომ უნდა იამაყოს ახალგაზრდა მოაზროვნე პრემიერით. მის ახალგაზრდებისადმი მიძღვნილ წერილში ზუსტი აქცენტები იყო დასმული დღევანდელ მოვლენებზე“, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, აქციის მონაწილეებმა უნდა გააცნობიერონ, მათთვის რეალურად ვის უნდა სიკეთე და ვინ იყენებს მათ საკუთარი შავბნელი საქმეებისთვის.


„დღეს საქართველომ უნდა იამაყოს ახალგაზრდა მოაზროვნე პრემიერით. მის ახალგაზრდებისადმი მიძღვნილ წერილში ზუსტი აქცენტები იყო დასმული დღევანდელ მოვლენებზე. ეს წერილი ყველა ახალგაზრდამ უნდა წაიკითხოს. უნდა გაათვიცნობიერონ აქციის მონაწილეებმა ვის უნდა მათთვის სიკეთე და ვინ იყენებს მათ თავისი შავბნელი საქმეებისთვის, ფაქტებიც ხომ ამაზე მეტყველებენ, დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, რათა ახალგაზრდებმა ისწავლონ, იმუშაონ და გაერთონ, ოპოზიცია კი გარეთ გასვლისკენ მოუწოდებს და ატრენინგებს როგორ უნდა ისროლონ მოლოტოვის კოქტეილები და ცეცხლი წაუკიდონ პოლიციელებს. მე იმედი მაქვს რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი, მიუხედავად ასეთი გაუგონარი ზეწოლისა, არ დაუშვებს ქვეყანაში არეულობას და იმ ნანატრ ევროპულ გზას ღირსეულად გაგვატარებს,” - წერს ფოჩხუა.