გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი: ქართულ კანონს დაარქვეს რუსული, არ წაიკითხეს, მაგრამ ტანით იგრძნეს, პირი დააღეს და გადაწყვიტეს, რომ თვითონ კი არ მართონ ეს ქვეყანა, არამედ სხვას, უცხოელის მონას გადასცენ

10-05-2024

„ქართულ კანონს დაარქვეს-რუსული, არ წაიკითხეს, მაგრამ ტანით იგრძნეს, პირი დააღეს და გადაწყვიტეს, რომ თვითონ კი არ მართონ ეს ქვეყანა, არამედ სხვას უცხოელის მონას გადასცენ“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად პაპუაშვილს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, საქართველოში რომელიმე საელჩომ უნდა შეითავსოს სასამართლოს ფუნქცია და საქართველოს პოლიციას მიუთითოს, რა არის კანონიერი და რა - უკანონო.


ექსპერტის თქმით, საელჩოები ივიწყებენ როგორ იქცევიან სამართალდამცველები მათ ქვეყნებში, მაგრამ საქართველოს პოლიციას მითითებებს აძლევენ.


„ქართულ კანონს დაარქვეს-რუსული, არ წაიკითხეს, მაგრამ ტანით იგრძნეს, პირი დააღეს და გადაწყვიტეს, რომ თვითონ კი არ მართონ ეს ქვეყანა, არამედ სხვას უცხოელის მონას გადასცენ. თურმე სხვა ქვეყნიდან უნდა მიგვითითონ როგორ და რა კანონებით ვიცხოვროთ, საელჩომ უნდა შეითავსოს სასამართლოს ფუნქცია, იგივე საელჩოებმა დაივიწყონ როგორ იქცევა სამართალდამცველები მათ ქვეყნებში, მაგრამ საქართველოს პოლიციას მითითებები მისცეს. ალბათ უღირსობის ერთ-ერთი გამოვლინებაა, ბატონყმობის მონატრებაა, უვიცობის კი არ იცოდე ვის გვერდით და რის საფასურად დგახარ!“ - წერს ნიკოლეიშვილი.