გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია აბაშიძე: რაც არ უნდა უნამუსო განცხადებები გაკეთდეს უცხოეთიდან ქართულ და არა ე.წ. „რუსულ კანონზე“, საქართველოს საზოგადოების ბირთვისთვის უზნეო დამუნათებაზე იქნება მიუღებლობა და რეზისტენტულობა

10-05-2024

„რაც არ უნდა უნამუსო განცხადებები გაკეთდეს უცხოეთიდან ქართულ და არა ე.წ. "რუსულ კანონზე", საქართველოს საზოგადოების ბირთვისთვის უზნეო დამუნათებაზე იქნება მიუღებლობა და რეზისტენტულობა! მით უმეტეს, როცა ცხადად ჩანს, რომ აგენტოკრატიის მხარდაჭერილი პოლიტიკური უმცირესობა ნაცკონგლომერატის სახით, სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებს, ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა სურს და ქვეყნის ქაოსის უფსკრულში გადასროლა”- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.


„რაც არ უნდა უნამუსო განცხადებები გაკეთდეს უცხოეთიდან ქართულ და არა ე.წ. „რუსულ კანონზე“, საქართველოს საზოგადოების ბირთვისთვის უზნეო დამუნათებაზე იქნება მიუღებლობა და რეზისტენტულობა! მით უმეტეს, როცა ცხადად ჩანს, რომ აგენტოკრატიის მხარდაჭერილი პოლიტიკური უმცირესობა ნაცკონგლომერატის სახით, სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებს, ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა სურს და ქვეყნის ქაოსის უფსკრულში გადასროლა. ეს ვერანაირად მოხდება! პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის დღევანდელი განცხადებიდან:


- ვერ ვნახე დიპლომატიური წარმომადგენლების თუ დონორების ვერცერთი განცხადება, რომლის დაფინანსებითაც მოქმედებენ ის ენჯეოები, სცენაზე რომ დგანან და მოუწოდებენ აქციას, რომ პარლამენტის ბლოკირება მოახდინონ.


- თუ დავაკვირდებით პროტესტის გარკვეულ სტრუქტურას, ვნახავთ რამდენიმე აქტივისტების ჯგუფს, რომლებიც თითქოს დისტანცირებულები არიან პარტიებიდან, მაგრამ აქვთ პირდაპირი პარტიული დავალებები.


- „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, არის პოლიტიკური უმცირესობა და ცდილობს, დემოკრატიული მეთოდებიდან გვერდის ავლით მოიპოვოს ძალაუფლება. - ახალგაზრდულ ენერგიას და ემოციას იყენებენ ისინი, ვინც უკან რიგებში არიან, ის პოლიტიკოსები ხშირად არ ჩანან, მაგრამ ყოველთვის იქ არიან. ისინი არიან, ვინც მითითებებს და ბრძანებებს იძლევიან იმისთვის, რომ წინ წაწიონ ახალგაზრდები, აამღვრევინონ წყალი და ამით ისარგებლონ.


- for.ge-ს ექსკლუზიურ ჩანაწერებზე: ვიღაცას იუმორი ეგონა და სერიოზულად არ უყურებდა, როცა ვსაუბრობდით აკერმანის ტრენინგებზე. ის, რაც წიგნებში და ტრენინგების მასალებშია სიტყვა-სიტყვით, ვიზუალი ვიზუალზე იდება პირდაპირ, ამაზე მეტი მაგალითი რთულია, მოიყვანო.


- ყოველ ჯერზე იყვნენ 'ენჯეოების' წარმომადგენლები, რომლებიც მშვიდობიან აქციას აქცევდნენ ძალადობრივად იმით, რომ მომხდარიყო პარლამენტის ბლოკირება და ამ დროს შესულიყვნენ კონტაქტში პოლიციასთან, რასაც მოჰყვებოდა აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებები,“ - წერს გია აბაშიძე.