გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი: მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში უსაფრთხოება ისევ გამოწვევის წინაშეა, ევროპის ბევრ ქვეყნებშიც მოსალოდნელია ხელისუფლების ცვლილებები, ამიტომ ჩქარობენ გარკვეული ძალები, საქართველოში დაგეგმილი პოლიტავანტიურა არჩევნებამდე გაათამაშონ

10-05-2024

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ექსპერტი იმ ძირითად მიზეზებს მიმოიხილავს, რატომაც არ სურთ ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორის ნაწილს და უცხოელ პოლიტიკოსებს „გამჭვირვალობის კანონის” მიღება.


ექსპერტის თქმით, როგორც ჩანს იციან, რომ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება გამორიცხულია, ამიტომაც ცდილობენ რადიკალური ქმედებებით რევოლუციური მუხტის შექმნას.


მისივე თქმით, ევროპის ბევრ ქვეყნებშიც მოსალოდნელია ხელისუფლების ცვლილებები. ამიტომაც ჩქარობენ, ჩქარობენ გარკვეული ძალები, რომ საქართველოში დაგეგმილი პოლიტიკური ავანტიურა იქნებ არჩევნებამდე გაათამაშონ და მოაგვარონ, წარმატების შემთხვევაში გახარჯული მილიონების გამართლება შესაძლებელი იქნება, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში, მოუწევთ საკუთარი გადასახედების გადამხდელებთან საკმაოდ სერიოზული პასუხისმგებლობა.


„რატომ არის ასე გადამწყვეტი რადიკალური ჯგუფებისთვის, ოპოზიციისთვის, არასამთავრობოებისთვის, ე.წ. კრიტიკული ტელევიზიებისთვის, დე ფაქტო პრეზიდენტისთვის და უცხოური პოლიტიკური ელიტისთვის ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ მიიღოს ქართული კანონი, რომლებსაც ასე კოლექტიურად რუსული უწოდეს? რატომ არ უნდათ დაელოდონ არჩევნებს და თუ ასეთი "ძლიერები" არიან და ხელისუფლება ასეთი "სუსტი", მისცენ ხალხს საშუალება თვითონ გადაწყვიტონ ვის მისცენ ჯერ თავიანთი ხმა და შემდგომ ქვეყნის მართვის მანდატი?


• როგორც ჩანს აქაც და იქაც ზუსტად იციან, რომ არჩევნებში მათი გამარჯვება გამორიცხულია, ამიტომაც ცდილობენ რადიკალური ქმედებებით რევოლუციური მუხტის შექმნას!


• რახან მეორე კითხვის მოკლე პასუხი შემოგთავაზეთ, აქვე პირველ კითხვაზეც გავცეთ პასუხი, რომელიც ოდნავ ვრცელი გამომივიდა: მსოფლიოს ბევრ მნიშვნელოვან ნაწილში უსაფრთხოების არქიტექტურა ისევ გამოწვევის წინაშეა: ჯერჯერობით ვერც უკრაინაში, ვერც აღმოსავლეთში (ვგულისხმობ ისრაელი-ღაზა-პალესტინას) ვერ მოხერხდა დაგეგმილი სცენარით მოვლენათა განვითარება, სამწუხაროდ, არც სამხრეთ კავკასიის ორ სახელმწიფოს აზერბაიჯანსა და სომხეთს აქვთ ერთმანეთთან გარანტირებული მშვიდობა. ამ ყველაფერს ემატება აშშ-ში დაწყებული საარჩევნო ბატალიები, რომელიც მალე უფრო გამძაფრდება, საბოლოდ კი ხელისუფლებაში რესპუბლიკელების მოსვლით დასრულდება. ევროპის ბევრ ქვეყნებშიც მოსალოდნელია ხელისუფლების ცვლილებები. ამიტომაც ჩქარობენ, ჩქარობენ გარკვეული ძალები, რომ საქართველოში დაგეგმილი პოლიტიკური ავანტიურა იქნებ არჩევნებამდე გაათამაშონ და მოაგვარონ, წარმატების შემთხვევაში გახარჯული მილიონების გამართლება შესაძლებელი იქნება, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში, რასაც მე გარდაუვალად ვხედავ, მოუწევთ საკუთარი გადასახედების გადამხდელებთან საკმაოდ სერიოზული პასუხისმგებლობა!”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.