გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

უცხოური მართვის მოწმობის ქართული მოწმობით შეცვლის ახალი წესი ძალაში შევიდა

11-10-2018

მომსახურების სააგენტომ, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, უცხოური მართვის მოწმობის ქართული მოწმობით შეცვლის წესში ცვლილება განახორციელა. ცვლილება დღეიდან შევიდა ძალაში.


ახალი რეგულაციის თანახმად, იმისათვის, რომ მოქალაქემ შეძლოს საზღვარგარეთ აღებული მართვის მოწმობის საქართველოში შეცვლა, აუცილებელია, რომ იგი მართვის მოწმობის აღებამდე უწყვეტად იყოს ნამყოფი (ნაცხოვრები) მართვის მოწმობის გამცემ ქვეყანაში სულ მცირე 185 დღე, 1 წლის განმავლობაში.

აღნიშნული რეგულაცია შეესაბამება ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს (2006/126/EC) დირექტივას და იგი ხელს შეუწყობს ნებისმიერი უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლის პროცესში თანაბარი მიდგომის ჩამოყალიბებას.


საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ვადიანი მართვის მოწმობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა წარადგინოს:


• განცხადება
• საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
• უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა
• კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული მართვის მოწმობის დასტური (უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის წერილობითი მიმართვა ან ცნობა, რომელიც ადასტურებს მომსახურების სააგენტოში შესაცვლელად წარმოდგენილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის გაცემის ან/და მართვის უფლების შეჩერების ან შეწყვეტის არარსებობის ფაქტს)
• ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
• მართვის მოწმობის გამცემი ქვეყნის შესაბამისი კომპეტენტური უწყების მიერ საზღვრის კვეთის შესახებ გაცემული ცნობა.