გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: გვესმის განცხადებები, თითქოს კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს, მაგრამ ნული კონკრეტიკა, ეს არის მიუღებელი დამოკიდებულება, მზად ვართ დისკუსიისა და კონკრეტული შენიშვნების გათვალისწინებისთვის

11-05-2024

როგორც კი ჩვენ მოვისმენთ კონკრეტულ შენიშვნებს ამ კანონთან დაკავშირებით, მზად ვართ დისკუსიისთვის და ასევე შენიშვნების გათვალისწინებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღემდე რეალური, სამართლებრივი შენიშვნა არ ყოფილა, არის ზოგადი განცხადებები, თითქოს კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს.


„ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის, დისკუსიებისთვის, კონსულტაციებისთვის, ერთადერთი რაც არის მნიშვნელოვანი, ეს არის სამართლიანი, ღირსეული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. როცა საქმე ეხება კონკრეტულად ამ კანონს, ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რამეს - ნაცვლად ზოგადი განცხადებებისა, გვინდა, მოვისმინოთ კონკრეტული შენიშვნები კანონთან დაკავშირებით, ეს არის სამართლიანი, ღირსეული მიდგომა პარტნიორის მიმართ. ეს არის ერთადერთი რასაც ვითხოვთ. როგორც კი ჩვენ მოვისმენთ კონკრეტულ შენიშვნებს ამ კანონთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მზად ვართ დისკუსიისთვის, მზად ვართ ასევე შენიშვნების გათვალისწინებისთვის. ამასთან დაკავშირებით მე მქონდა საუბარი მაგალითად შარლ მიშელთან, ბატონ კოპმანთან და სხვებთან, ჩვენს პარტნიორებთან. როგორც კი მოვისმენთ კონკრეტულ შენიშვნებს კანონთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ღია ვართ დისკუსიისთვის, უფრო მეტიც მზად ვართ შენიშვნების გათვალისწინებისთვის. დღემდე არც ერთი შენიშვნა რეალურად არ მოგვისმენია, არც ერთი სამართლებრივი შენიშვნა არ მოგვისმენია, არის ზოგადი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს, მაგრამ ნული კონკრეტიკა, ეს არის მიუღებელი დამოკიდებულება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.