გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: თუ სუვერენიტეტს დაკარგავ, შეუძლებელია სათანადოდ იზრუნო შენი ეროვნული ამოცანების მიღწევაზე

11-05-2024

თუ სუვერენიტეტს დაკარგავ, შეუძლებელია სათანადოდ იზრუნო შენი ეროვნული ამოცანების მიღწევაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, არსებობს გამოწვევები, თუმცა საქართველოს შეუძლია, დაიცვას სუვერენიტეტი და გამჭვირვალობის კანონიც სწორედ ამას ემსახურება.


„ქვეყანას აქვს უამრავი გამოწვევა და აბსოლუტურად გასაგებია ის, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა მცირე მოსახლეობით - 3,7 მილიონი, ეკონომიკაც ჯერ კიდევ არის სუსტი, ერთ სულ მოსახლეზე არის დაახლოებით 8200 დოლარი, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გამოწვევები არის სერიოზული. თუმცა, მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ვითარებაში არის ჩვენი ქვეყანა უკვე 3 ათასი წელია და ჩვენი ქვეყანა მუდმივად იყო იმპერიების გადაკვეთაზე, გზაჯვარედინზე, თუმცა საბოლოო ჯამში საქართველო ყოველთვის ახერხებდა სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. რა თქმა უნდა, დღევანდელი გამოწვევები არ არის იმაზე ბევრად ნაკლები, ვიდრე გვქონდა ყველაზე რთულ პერიოდებში, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ შეგვიძლია, მტკიცედ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და ეს კანონიც სწორედ ამას ემსახურება. თუ სუვერენიტეტს დაკარგავ, შეუძლებელია სათანადოდ იზრუნო შენი ეროვნული ამოცანების მიღწევაზე. ეკონომიკის სტრუქტურა ცალკე საკითხია. აქაც არის გამოწვევები, მაგრამ მთლიანობაში მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკა იზრდება, ბოლო სამ წელიწადში ნომინალური ეკონომიკა დოლარში დაახლოებით გაორმაგდა და წელსაც გვაქვს ზრდის კარგი ტემპი, 7,8%-ია ეკონომიკური ზრდა პირველი კვარტლის მონაცემებით. რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა ხელს შეუწყობს ჩვენი საგარეო-პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებასაც. მთლიანობაში, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე. რა თქმა უნდა, არის სერიოზული სირთულეები, გამოწვევები, მაგრამ ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცება არის აბსოლუტურად შესაძლებელი", - განაცხადა პრემიერმა.