გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეზე ბატონ ბიძინა ივანიშვილზე ფაქტობრივი სანქცია უკვე დიდი ხანია მოქმედებს, მაგრამ სადაც ქვეყანას სჭირდება პოზიციების დაცვა იქ შანტაჟს ვერ დაექვემდებარება და ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს

11-05-2024

ჩვენ შანტაჟი და მუქარა გვესმის უკვე რამდენიმე წელია, ხან - ერთი სუბიექტის, ხან მეორის, ხან მესამის მხრიდან - აქეთ რუსეთი გვაშანტაჟებს, იქით კონკრეტული პოლიტიკოსები დასავლეთში გვაშანტაჟებენ; მიჩვეული ვართ ამ ყველაფერს, ეს უკვე წლებია, გრძელდება, მაგრამ სადაც ხარ მართალი და სადაც ხარ მყარად, შენს პოზიციებში და ღირსებაში, იქ ბოლომდე მიაღწევ შედეგს შენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას აღნიშნა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ასე მოხდა ზუსტად შარშან დეკემბერში და მაშინაც იყო შანტაჟი, მუქარა, მაგრამ საბოლოო ჯამში საქართველომ შედეგს მიაღწია.


„სანქციებს რაც შეეხება, ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე ფაქტობრივი სანქცია უკვე დიდი ხანია, მოქმედებს. რეალურად 2008 წელს დაიწყო მისი ანგარიშის ძარცვა, თუმცა შემდეგ რაც იყო დარჩენილი, ის თანხები ერიცხებოდა, თუმცა ომის დაწყებისთანავე მას ამ თანხების გადმორიცხვაც შეუჩერდა. მაგრამ მისი პოზიცია არის ცხადი - სადაც სჭირდება ქვეყანას პოზიციების დაცვა, იქ შანტაჟს ვერ დაექვემდებარება და შანტაჟის მიხედვით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვართ მართლები და ჩვენ ვმოქმედებთ ღირსებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ არ ჭრის არც ხელისუფლებაზე და არც ქართველ ხალხზე ეს უსაფუძვლო შანტაჟი და მუქარა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.